2013 წლის 11 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ხელი მოეწერა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებთან ურთიერთობების დამყარება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კახა კოჟორიძემ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ და კონსტანტინე სურგულაძემ - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა. მემორანდუმი ითვალისწინებს მიგრაციის სფეროში ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.