საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

2013 წლის 11 სექტემბერს 12:00 საათზე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს  შორის ხელი მოეწერა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებთან ურთიერთობების დამყარება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კახა კოჟორიძემ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ და კონსტანტინე სურგულაძემ -  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.  მემორანდუმი ითვალისწინებს მიგრაციის სფეროში ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge