სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრენინგზე ჟურნალისტებს იწვევს

2012-07-09 08:51
Featured image

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

- გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები

- საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვა

- გადამხდელის უფლებების დაცვა სისხლისსამართლებრივი და საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრებისას

- საგადასახადო დავა

ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები საჯარო სამართლის საკითხებში.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა:

- უნდა დააკონკრეტონ ზემოთ მითითებული ტრენინგის თარიღებიდან ერთ-ერთი

- შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა”

- სასურველი თარიღი და შევსებული ანკეტა  გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 15 ივლისის 18 საათისა,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  მეტრეველი@გყლა.გე

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და პრეტენდენტები შეირჩევიან შევსებული კითხვარის განხილვის შედეგად.

ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯების დაფარვა ორგანიზატორების მიერ.

რეგიონებიდან მსურველი ჟუნალისტების საყურადღებოდ:

- გამგზავრება თბილისიდან ბაზალეთისაკენ  იგეგმება  20 ივლისსა და 27 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო ბაზალეთიდან თბილისში დაბრუნება 23 ივლისსა და 29 ივლისს 17:00 სთ-ზე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირი:

თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge  599 51 00 63