ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები
- საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვა
- გადამხდელის უფლებების დაცვა სისხლისსამართლებრივი და საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრებისას
- საგადასახადო დავა
ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები საჯარო სამართლის საკითხებში.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა:
- უნდა დააკონკრეტონ ზემოთ მითითებული ტრენინგის თარიღებიდან ერთ-ერთი
- შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა”
- სასურველი თარიღი და შევსებული ანკეტა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 15 ივლისის 18 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: მეტრეველი@გყლა.გე
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და პრეტენდენტები შეირჩევიან შევსებული კითხვარის განხილვის შედეგად.
ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯების დაფარვა ორგანიზატორების მიერ.
რეგიონებიდან მსურველი ჟუნალისტების საყურადღებოდ:
- გამგზავრება თბილისიდან ბაზალეთისაკენ იგეგმება 20 ივლისსა და 27 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო ბაზალეთიდან თბილისში დაბრუნება 23 ივლისსა და 29 ივლისს 17:00 სთ-ზე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი:
თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge 599 51 00 63
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge