სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში

2018-01-18 15:36
Featured image

ოთხშაბათს, 17 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თხოვნით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს, მიხეილ ჯანელიძეს ასოცირების შეთანხმებისა და დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართვის შესახებ. აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ შემდეგი მიმართულებებით:

- მართლმსაჯულება;

- სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა;

- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა;

- ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები;

- წამება და არასათანადო მოპყრობა;

- თანასწორობა;

- ბავშვთა უფლებები;

- პროფესიულ გაერთიანებათა უფლებები და შრომის ძირითადი სტანდარტები;

- გარემოს დაცვა.

 

ზემოაღნიშნულ მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია / The Georgian Young Lawyers' Association (GYLA);

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო / Transparency International Georgia (TI - Georgia);

მწვანე ალტერნატივა;

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი / The Human Rights Education and Monitoring Center (EMC);

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის / Partnership for Human Rights (PHR);

კავშირი "საფარი" / Sapari.

 

მიმართვის სრული ვერსია იხ.თანდართულ დოკუმენტში: