ოთხშაბათს, 17 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თხოვნით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს, მიხეილ ჯანელიძეს ასოცირების შეთანხმებისა და დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართვის შესახებ. აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ შემდეგი მიმართულებებით:
- მართლმსაჯულება;
- სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა;
- ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები;
- წამება და არასათანადო მოპყრობა;
- თანასწორობა;
- ბავშვთა უფლებები;
- პროფესიულ გაერთიანებათა უფლებები და შრომის ძირითადი სტანდარტები;
- გარემოს დაცვა.
ზემოაღნიშნულ მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია / The Georgian Young Lawyers' Association (GYLA);
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო / Transparency International Georgia (TI - Georgia);
მწვანე ალტერნატივა;
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი / The Human Rights Education and Monitoring Center (EMC);
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის / Partnership for Human Rights (PHR);
კავშირი "საფარი" / Sapari.
მიმართვის სრული ვერსია იხ.თანდართულ დოკუმენტში:
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge