სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია გამართა

2011-04-29 07:48
Featured image

 

28 აპრილს 12:00 საათზე სასტუმრორედისონშისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტისანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოშიფარგლებში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა შეეხებოდა 2008-2010 წლებში საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. კვლევის სახელწოდებააინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციებიდა მასში ასახულია სასამართლო ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო დაწესებულებების, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები. განხილულ იქნა სასამართლო პრაქტიკა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და სასამართლო გადაწყვეტილებებში ასახული ტენდენციები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრეთა შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელიც შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული სირთულეები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადის დაცვის საკითხი, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვისას და სხვა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიღწეული შედეგები, არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.