სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი საია-ს საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

2022-02-03 14:03
Featured image

სამუშაო ადგილი: თბილისი/ონლაინ
სამუშაო დატვირთვა: არასრული 
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 თებერვალი

საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის  თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

კონკურსის შედეგად საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდში შეირჩევა არაუმეტეს 5 პირი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2022 წლის მარტიდან. მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სტაჟირების პერიოდი უმეტესწილად წარიმართება დისტანციურ რეჟიმში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო  სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს. კონკურსის გავლის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის კარგი ცოდნა. 

თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის: 

-  საერთაშორისო სამართალწარმოების მიზნებისთვის განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში იურისტის დახმარება;

-  კონკრეტულ საკითხებზე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;

- ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებისთვის კვლევითი საქმიანობის განხორციელება. 

განაცხადების მიღება წარმოებს ელ.ფორმის მეშვეობით.

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები. 

ონკურსის ეტაპები:

1. წერითი გამოცდა  - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და აქვს სრულყოფილად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ 2 კაზუსის ამოხსნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი დავალება, ასევე, შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კუთხით ცოდნის გამომჟღავნების აუცილებლობას. 

2. გასაუბრება - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს.

 

განაცხადების მიღება:

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 თებერვალი 18:00.