სამუშაო ადგილი: თბილისი/ონლაინ
სამუშაო დატვირთვა: არასრული
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 თებერვალი
საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
კონკურსის შედეგად საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდში შეირჩევა არაუმეტეს 5 პირი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2022 წლის მარტიდან. მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სტაჟირების პერიოდი უმეტესწილად წარიმართება დისტანციურ რეჟიმში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს. კონკურსის გავლის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:
- საერთაშორისო სამართალწარმოების მიზნებისთვის განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში იურისტის დახმარება;
- კონკრეტულ საკითხებზე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;
- ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებისთვის კვლევითი საქმიანობის განხორციელება.
განაცხადების მიღება წარმოებს ელ.ფორმის მეშვეობით.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.
კონკურსის ეტაპები:
1. წერითი გამოცდა - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და აქვს სრულყოფილად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ 2 კაზუსის ამოხსნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი დავალება, ასევე, შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კუთხით ცოდნის გამომჟღავნების აუცილებლობას.
2. გასაუბრება - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს.
განაცხადების მიღება:
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 თებერვალი 18:00.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge