პროექტი: თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერა და ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.
გზამკვლევის შინაარსი: სასკოლო სახელმძღვანელოებში ეთნიკური, რელიგიური, გენდერული და თანასწორობის სხვა საკითხების ინკლუზიური ასახვის ძირითადი პრინციპებისა და რეკომენდაციების მომზადება.
გზამკლევი უნდა მომზადდეს სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორების, რედაქტორებისა და რეცენზენტებისათვის.
პირობები:
გზამკვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ავტორი, რომელთანაც გაფორმდება საავტორო მომსახურების ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ავტორმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და გზამკვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე n.baghashvili@gyla.ge 2021 წლის 20 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
-CV
-გზამკვლევის განხორციელების მეთოდოლოგია და საორიენტაციო სტრუქტურა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირი: ნინო ბაღაშვილი, 558 67 17 54, n.baghashvili@gyla.ge