იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს კონკურსს გზამკვლევის მომზადებაზე

პროექტი: თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერა და ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრა  ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.

გზამკვლევის შინაარსი:  სასკოლო სახელმძღვანელოებში ეთნიკური, რელიგიური, გენდერული და თანასწორობის სხვა საკითხების ინკლუზიური ასახვის ძირითადი პრინციპებისა და რეკომენდაციების მომზადება.

გზამკლევი უნდა მომზადდეს სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორების, რედაქტორებისა და რეცენზენტებისათვის.

პირობები:

გზამკვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ავტორი, რომელთანაც გაფორმდება საავტორო მომსახურების ხელშეკრულება 6 თვის ვადით;

ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ავტორმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და გზამკვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე n.baghashvili@gyla.ge 2021 წლის 20 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

-CV

-გზამკვლევის განხორციელების მეთოდოლოგია  და საორიენტაციო სტრუქტურა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

საკონტაქტო პირი: ნინო ბაღაშვილი, 558 67 17 54, n.baghashvili@gyla.ge

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge