როგორც ცნობილია, მმართველ და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, ორგანიზაციები, რომლებიც ვაკვირდებოდით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, მივესალმებით მხარეების ინიციატივას კონსულტაციების განახლებასთან დაკავშირებით. თუმცა ვფიქრობთ, რომ კონსულტაციების დახურულ ფორმატში გადატანა ვერ უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას.