ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, მმართველ და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართება.  საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „ახალი თაობაახალი ინიციატივა”, ორგანიზაციები, რომლებიც ვაკვირდებოდით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, მივესალმებით მხარეების ინიციატივას კონსულტაციების განახლებასთან დაკავშირებით. თუმცა ვფიქრობთ, რომ კონსულტაციების დახურულ ფორმატში გადატანა ვერ უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge