საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,აუდიტორია 115“-ის წევრის ინტერესებს, რომელიც 2016 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა გზაზე სტენსილის გაკეთების საფუძვლით დააკავეს.
2016-09-05 17:28 სრულად ნახვასაია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,პარტიზანული მებაღეობის“ წევრების ინტერესებს, რომლებიც სასამართლოში ასაჩივრებდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტს და მოითხოვდნენ მისცემოდათ შესაძლებლობა, ქ. თბილისის მერიის წინ, სკვერში, მათ მიერ შერჩეულ ადგილას განეთავსებინათ კარავი.
2016-09-05 15:32 სრულად ნახვა2016 წლის 7 ივლისს პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით დააკავეს.
2016-08-22 11:27 სრულად ნახვასაიას თბილისის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა გ.გ.-ს, რომელიც 2006 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტში.
2016-08-05 13:04 სრულად ნახვა2015 წლის ნოემბერში საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრს სამართლებრივი დახმარებისათვის მომართა ნ.ც.-მ, რომელიც ერთ-ერთ საკვები პროდუქტების დამამზადებელ დაწესებულებაში მუშაობდა. სამუშაო მოვალეობების შესრულების დროს, მას ხელი მოჰყვა საკვები პროდუქტის გადამამუშავებელ დანადგარში და მიღებული დაზიანების გამო დასჭირდა ხელის ტრავმული ამპუტაცია.
2016-07-27 17:32 სრულად ნახვასაიას ოზურგეთის ოფისმა გაზეთ „ალიონის“ ჟურნალისტებთან ერთად, ქ. ოზურგეთის ექადიის, ბასრისა და კვაჭალათის უბნის მცხოვრებთა თხოვნით დაიწყო ადვოკატირების კამპანია ოზურგეთში ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის საწინააღმდეგოდ.
2016-06-08 17:31 სრულად ნახვასაიას დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი 500 ლარიანი ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც მას გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესების დარღვევისათვის დაეკისრა.
2016-05-05 12:29 სრულად ნახვასაიას თბილისის ოფისის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად ფიზიკურ პირს აღუდგა დარღვეული უფლება ბიოლოგიურ რეპროდუქციასთან დაკავშირებით.
2016-04-06 16:29 სრულად ნახვასაიას დახმარებით დევნილმა მოქალაქემ აფხაზეთში არსებული ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დავა მოუგო.
2016-03-02 13:15 სრულად ნახვასაიას დახმარებით მოქალაქე საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო ზიანის ანაზღაურებას მიიღებს.
2016-02-05 16:09 სრულად ნახვა