საია-ს თბილისის ოფისი თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა გ.ნ.-ს ინტერესებს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.
2016-12-28 18:17 სრულად ნახვასაია-ს თბილისის ოფისი იცავდა ვეგან-აქტივისტის, ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2016 წლის 5 ნოემბერს ზედაპირული დათვალიერების მიზნით გააჩერეს. ირაკლი კიკილაშვილი პოლიციელს სთხოვდა, განემარტათ ზედაპირული დათვალიერების საფუძველი, თუმცა პოლიციელები ამგვარ განმარტებებს არ აძლევდნენ. მოგვიანებით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით ირაკლი კიკილაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
2016-12-27 14:04 სრულად ნახვადღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე: ჩოხელი და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ძიძავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეები 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ქართველების გამოძევებისა და აღნიშნულ პროცესში მათ მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეეხება.
2016-12-21 11:41 სრულად ნახვაუფლებების დარღვევის აღმოფხვრის და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ოფისებში არსებული იურიდიული დახმარების ცენტრების მეშვეობით ახორციელებს უფასო სამართლებრივ დახმარებას. ყოველწლიურად ამ შესაძლებლობით არაერთი პირი სარგებლობს.
2016-12-17 16:54 სრულად ნახვასაია-ს თბილისის ოფისი იცავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ინტერესებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქმედუუნაროდ ცნო. ქმედუუნაროდ ცნობის შემდგომ, მას შეეზღუდა უფლება, დამოუკიდებლად ესარგებლა სამოქალაქო უფლებებით. მას დღევანდელი მდგომარეობით აღარ ესაჭიროება მხარდაჭერის გაწევა. ამიტომ, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქმედუუნარობის შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლომ მისი განცხადება წარმოებაში არ მიიღო და განმარტა, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემდგომ, რომლითაც გაუქმდა ქმედუუნარობის ინსტიტუტი და შემოვიდა მხარდაჭერის გაწევის რეგულაციები, შეუძლებელი იყო ქმედუუნარობის პირდაპირ შეწყვეტა - პირი ცნობილი უნდა ყოფილიყო მხარდაჭერის მიმღებად და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა მხარდაჭერის შეწყვეტა.
2016-11-16 13:58 სრულად ნახვასაია იცავდა მ.ქ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას.
2016-11-08 11:02 სრულად ნახვასაია თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენდა ხუთი ოჯახის ინტერესებს ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელეები ითხოვდნენ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, რადგან მათ სტიქიის ზონაში ათეულობით წლის წინ დაკავებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები და შესაბამისად, წარმოადგენდნენ დაკავებული მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებს.
2016-11-01 13:23 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისი იცავდა დ.კ-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
2016-10-18 15:24 სრულად ნახვა2016 წლის 8 აგვისტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია უსახლკაროებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობას იღებდა ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მთავარობის კანცელარიაში შეხვედრის გამართვა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. კანცელარიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ბეჟან გუნავა დაჯდა შესასვლელის კიბეებთან. რა დროსაც შენობის დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს შენობიდან 20 მეტრით მოშორება. მათი განცხადებით, ბეჟან გუნავას სურდა შენობის შესასვლელის ჩაკეტვა, რის გამოც წაუყენეს მას ასეთი მოთხოვნა. ბეჟან გუნავას განცხადებით, იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაჯდა კანცელარიის შესასვლელის კიბეებზე და ცდილობდა აღნიშნულის ახსნას პოლიციის თანამშრომლებისათვის.
2016-10-06 10:59 სრულად ნახვასაია-ს თბილისის ოფისი იცავდა სსიპ - იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული პირის ინტერესებს, რომლის სამსახურიდან გათავისუფლება გაქარწყლებული ნასამართლობის საფუძვლით განხორციელდა. იუსტიციის სახლი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ობიექტურ გარემოებას, რაც ამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირის ზემდგომ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსის პირობებში მითითებული იყო, რომ წარსულში პატიმრობაში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენდა შემზღუდველ გარემოებას.
2016-09-28 13:15 სრულად ნახვა