საია იცავდა მ.ქ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას. პროკურატურის თავდაპირველი მტკიცებით, მ.ქ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ბრალდებულის უდანაშაულობას ადვოკატის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც ამყარებდა.
საბოლოოდ, 7 წელზე მეტი დროით საქმის განხილვის შემდგომ, სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მ.ქ.-ს მიმართ წაყენებული ბრალდება მოხსნა.