სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადებას გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია ეხმაურება

25 ივნისს, საიას რუსთავის ფილიალში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ და საიას რუსთავის ოფისის იურისტებმა საქართველოს გაერთინებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისს დახმარებისთვის 71-მა მოქალაქემ მიმართა. რუსთაველები აცხადებენ, რომ მიუხედავად მასობრივი გამრიცხველიანებისა მათ ელექტრომრიცხველებზე დაფიქსირებულ ციფრებს ენერგოკომპანია არარეალურად მიიჩნევს და მოსახლეობას ჯარიმის სახით დამატებით გადასახადს აკისრებს.

2007-06-25 20:00 სრულად ნახვა

სემინარი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის

21 და 22 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის _ “სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში” _ ფარგლებში ორგანიზებულ იქნა სემინარები თემაზე: არასამეწარმეო იურიდიული პირები (არასამთავრობო ორგანიზაციები და სამელიორაციო ასოციაციები). 21 ივნისს სემინარი ჩატარდა ქვემო-ქართლის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის, ხოლო 22 ივნისს _ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენელთათვის.

2007-06-24 20:00 სრულად ნახვა

40 მილიონიანი საგრანტო პროგრამის ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2007 წლის აპრილიდან ახორციელებს პროექტს “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა (II ეტაპი)”. პროექტის მთავარი მიზანია 2004 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გრანტის სახით გაცემული 40 მილიონი აშშ დოლარის ხარჯვის პროცესის მონიტორინგი. წარმოგიდგენთ პროექტის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტს _ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოსათვის 40 მილიონიანი საგრანტო პროგრამის შექმნის შესახებ 2006 წლის 26 ივლისს ჩასწორებული და განახლებული საგრანტო ხელშეკრულების ანალიზი”. დოკუმენტი მოიცავს 40 მილიონიანი საგრანტო ხელშეკრულების ორივე რედაქციის (2004 წლის 19 ოქტომბერი, 2006 წლის 26 ივლისი) სამართლებრივ  ანალიზს. პროექტის მეორე ეტაპი ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის ფარგლებში.

2007-06-17 20:00 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს პრეზიდენტის ინიციატივის წესით წარდგენილი ცვლილება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში

15 ივნისს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში 53-3 მუხლის კვლავ შემოტანას. ამ ცვლილების მიხედვით, სააქციო საზოგადოებაში 95% აქციების მფლობელ აქციონერს უფლება ეძლევა დარჩენილი 5% აქციების შესყიდვისა, იმის მიუხედავად, ექნება თუ არა 5% აქციების მფლობელ აქციონერ(ებ)ს საკუთარი აქციების გაყიდვის სურვილი. საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ცვლილების მიღება, იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების უხეში დარღვევა და სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი წესრიგის დაუმორჩილებლობა.

2007-06-14 20:00 სრულად ნახვა

ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველომ პირველ კალათში გადაინაცვლა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მორიგი წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანით ვაჭრობის შესახებ. არსებული დასკვნით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლიურად 800 ათასს აღწევს. თანამედროვე მონები ძირითადად, ქალები და ბავშვები ხდებიან, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა 80 პროცენტს წარმოადგენენ და უმეტესად სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. ამერიკის კონგრესი ქვეყნებს სამი კალათის პრინციპის მიხედვით ყოფს. მესამე კალათაში ხვდებიან ქვეყნები, რომელთა მთავრობებიც არ მიმართავენ საჭირო ზომებს ტრეფიკინგთან საბრძოლველად და შესაბამისად ასეთ ქვეყნებს უწყვეტს დაფინანსებას. დღევანდელი მონაცემებით მესამე კალათაში 16 ქვეყანაა მოთავსებული. მეორე კალატაში ხვდებიან ისეთი ქვეყნები (ამ ეტაპზე 32 ქვეყანა), რომელთა მთავრობებიც მიმართავენ გარკვეულ ზომებს ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა მათი მუშაობა არც ისე ეფექტურია. პირველი კალათის ბინადარნი კი ის ქვეყნები არიან, რომლებიც დიდ წარმატებებს აღწევენ ამ სფეროში. დეპარტამენტის ექსპერტთა დასკვნით, საქართველომ შეფასების შკალის უმაღლეს საფეხურზე პირველ კალათაში გადაინაცვლა და შეუერთდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ისეთ წარმატებულ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი და ა.შ. ამ ანგარიშის თანახმად, წელს პირველ კალათაში გადაინაცვლა მხოლოდ სამმა სახელმწიფომ _ საქართველომ, უნგრეთმა და სლოვენიამ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა პირველი კალათიდან. ჩვენი ქვეყნის ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომელიც უკვე 3 წელია წარმატებით ახორციელებს ანტი-ტრეფიკინგულ პროექტებს.

2007-06-14 20:00 სრულად ნახვა

საიას ადვოკატების მაისის თვის წარმატებული საქმეები

1. საია თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2006-2007 წლებში თბილისში მიმდინარე შენობა-ნაგეობობების დემონტაჟის შესახებ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უარი განაცხადა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე რის შემდეგაც საიამ თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა. 2007 წლის 2 მაისს თბილისის მერიამ განიხილა საქმე და მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. შესაბამისად ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საჯარო ინფორმაციის გაცემა დაევალა.

2007-06-12 20:00 სრულად ნახვა

იური ვაზაგაშვილს ავტომანქანა უკანონოდ ჩამოართვეს

2007 წლის 23 მაისს იური ვაზაგაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა კუთვნილი ავტომანქანა BMW-520 ჩამოართვეს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი ვინმე ჯონი ცივაძეს ეკუთვნოდა, რომელსაც BMჭ-520 2004 წლის მაისის თვეში ბათუმის ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარეს. ზემოაღნიშნული BMW-520 2003 წლის 19 ნოემბერს იური ვაზაგაშვილის მეგობარმა დავით ბერუაშვილმა ლეილა მესხისგან შეიძინა, რის შემდეგაც ავტომანქანა ვაზაგაშვილს მიყიდა.

2007-06-09 20:00 სრულად ნახვა

საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსში კომისიის წევრების სტატუსით საიას იურისტები მონაწილეობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საჯარო სკოლების დერექტორების შესარჩევ კონკურსში მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის #269 ბრძანებით დამტკიცდა გასაუბრების კომისიების შემადგენლობა. კომისიის წევრის სტატუსით აღნიშნული კომისიის მუშაობაში ჩაერთო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები: ქ. თბილისის გასაუბრების კომისია #1 – საიას წარმოადგენდა ეკატერინე ფოფხაძე;ქ. ქუთაისის გასაუბრების კომისია – საიას წარმოადგენა ნოდარ ჯიქია;ქ. ბათუმის გასაუბრების კომისია – საიას წარმოადგენდა ნიკოლოზ გეგეშიძე. კონკურსანტებთან გასაუბრება 24 აპრილიდან 24 მაისამდე მიმდინარეობდა. გასაუბრების შედეგად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის მოხდა იმ კანდიდატთა წარდგენა, რომლებმაც კონკურსის ეს ეტაპი წარმატებით გაიარეს.

2007-06-03 20:00 სრულად ნახვა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საიას რეგიუნულმა ფილიალებმა და ოფისებმა აქციები გამართეს

1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საიას ქუთაისის ფილიალის  ოფისიდან მოეწყო მსვლელობა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მიმართულებით. მსვლელობის დროს მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ მომზადებული ინფორმაციული ბროშურები დარიგდა. ამის შემდეგ საიას ქუთაისის ფილიალში მოსწავლე ახალგაზრდობისთვის სემინარი თემაზე “არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობისა და მავნე ზეგავლნისაგან დაცვა” - მოეწყო. შეხვედრაში მონაწილეობას ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ორმოცამდე მოსწავლე იღებდა. სემინარის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოეწყო ასევე სიტუაციური თამაშები ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებზე. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და წარმატებული მოსწავლეები, რომელთაც გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

2007-06-03 20:00 სრულად ნახვა