10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა - ძირითადი გამოწვევები ეროვნული და რეგიონული მაუწყებლებისთვის“ პრეზენტაცია 2012 წლის 14 დეკემბერს გამართა. კვლევის ფარგლებში საიამ წარადგინა მოსაზრებები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას გასათვალისწინებელ ძირითად საკითხებზე, თუ რამდენად დიდი და მასშტაბური სამუშაო აქვს ჩასატარებელი საქართველოს, რათა ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდეს.
2012-12-14 07:50 სრულად ნახვა2006 წლის 6 ივნისს ქ. თბილისის მთავრობამ შპს „ახალი რიყესთან“ უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისის მთავრობამ შპს „ახალ რიყეს“ 43,350 კვ.მ. მეტრი ფართობი გადასცა რიყის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ფასი 7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 12,540,500 ლარს შეადგენდა. სამეწარმეო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ შპს „ახალი რიყე“ 2006 წლის 14 აპრილს შპს „ჯი-ემ-სი ჰოლდინგმა“ და ფიზიკურმა პირმა ნიკოლოზ მახარაშვილმა დააფუძნეს. თითოეული მათგანის წილი კომპანიაში 50%-50% -თ განისაზღვრა. საწესდებო კაპიტალი კი 200 ლარით.
2012-12-12 09:01 სრულად ნახვა10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები საქართველოში'' პრეზენტაცია 2012 წლის 12 დეკემბერს გამართა.
2012-12-12 03:47 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ტრადიციულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართა ოლიმპიადა სახელწოდებით: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“. ოლიმპიდა, იმართება ბოლო 6 წელია საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით და ყოველთვის ემთხვევა საია-ს ტრადიციულ ღონისძიებას – „ადამინის უფლებათა დაცვის კვირეულს“.წელს ოლიმპიადას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულმა ფონდმა “IRZ”-მ.
2012-12-11 06:40 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებით და დონორი ორგანიზაციების: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) და USAID-ის ხელშეწყობით 2012 წლის 10 დეკემბერს კონფერენცია გაიმართა პროექტის ფარგლებში “ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება”. კონფერენციის განსახილველ თემებს შორის იყო: ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმი, პატიმრობის კოდექსი - პრობლემური საკითხები, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსება, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშემწყობი წინადადებები და სხვ.
2012-12-10 05:17 სრულად ნახვა9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა ეს თარიღი და ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში მონიტორინგის ანგარიშის ,,ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - 2011 წელი’’ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მომზადებულია საია-ს მონიტორინგის ჯგუფის მიერ, რომელმაც კვლევა საქართველოს 40 ადმინისტრაციულ ორგანოში ჩაატარა, კვლევა მოიცავს პარლამენტის აპარატის, სამინისტროებს, მთავრობის კანცელარიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, ცესკოს, ეროვნული ბანკის, დამოუკიდებელი კომისიების, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების აპარატების და მერიის ადმინისტრაციების პრაქტიკის ანალიზს.
2012-12-09 06:13 სრულად ნახვატელეკომპანია მეცხრე არხმა საკაბელო მაუწყებლობა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დაიწყო და ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძისა (80%) და დისშვილის კახა კობიაშვილის (20%) კუთვნილი კომპანიის მფლობელობაშია. ტელევიზია დროის მცირე მონაკვეთში შეიქმნა და მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტებით დაკომპლექტდა. საიდუმლო არ ყოფილა ის ფაქტიც, რომ მეცხრე არხის ერთადერთ დამფინანსებელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წარმოადგენდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეცხრე არხის შემოსავალი რეკლამიდან და სხვა წყაროდან ძალიან უმნიშვნელოა (2012 წლის მაისი - აგვისტოს თვეში კომპანიის მიერ დეკლარირებულმა შემოსავალმა რეკლამიდან 177,365 ლარი შეადგინა), რაც იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ მაუწყებელი გახსნის დღიდან არ იყო ფინანსურად მდგრადი და სრულებით იყო დამოკიდებული მფლობელის დაფინანსებაზე.
2012-12-06 07:26 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა 2012 წლის 06 დეკემბერს მედიის საკითხებთან დაკავშირებითპრესკონფერენცია გამართა. ამასთანავე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს მონაცემები გაუგზავნა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა; ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებს არ ჰქონდათ თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, არ იყო დაცული მათი კუთვნილი აპარატურა და პირადი ხელშეუხებლობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.
2012-12-06 04:53 სრულად ნახვაკოალიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა სასამართლოში ფოტო, ვიდეო, კინო გადაღებისა და აუდიო ჩაწერის დაშვების თაობაზე ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელსაც დიდი ხანია კოალიციის წევრი ორგანიზაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნევთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინიციატივით მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით იუსტიციის საბჭოსთან და საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის წევრებთან, თუმცა უშედეგოდ.
2012-12-05 09:04 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებს. საია სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი სამართალდამცავ ორგანოებს შეახსენებს ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების რელიგიის თავისუფლება და სიტუაციის დარეგულირების მიზნით ჩაერიოს იმ დაპირისპირებაში, რაც დღესდღეობით არსებობს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის. მათ შორის, ეს შეიძლება გულისხმობდეს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, ასევე, პოლიციის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას მუსლიმი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2012-12-05 03:27 სრულად ნახვა