27 ივნისს მედიის სხვადასხვა საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავისუფლება შეუზღუდა და სამინისტროს შენობაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ავტომანქანით მგზავრობისას მოულოდნელად გააჩერეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა. მათ აცნობეს, რომ დაკავებულნი იყვნენ, ხელბორკილი დაადეს, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში.
2013-06-28 07:38 სრულად ნახვა26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს. წელს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით აღნიშნულ თემაზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია/დისკუსია და განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
2013-06-26 11:05 სრულად ნახვასაზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განვმარტოთ, თუ რა მიზეზებით განვაცხადეთ უარი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ნახვაზე. პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს. ადამიანის აბსოლუტური უფლებების შელახვა ყველაზე სასტიკ და დამამცირებელ ძალადობაში ვლინდებოდა. ბოლო პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ისევე როგორც პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად ხილული გახდა იმ ძალადობის სისასტიკე და მასშტაბი, რომელსაც სახელმწიფო ადამიანების მიმართ ახორციელებდა და რომელიც წლების განმავლობაში სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩებოდა. რიგ შემთხვევებში წამება და არაადამიანური მოპყრობა უმძიმესი დანაშაულების აღიარებისა თუ ადამიანთა პასუხისგებაში მიცემის საფუძველი ხდებოდა.
2013-06-21 05:05 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს აჭარის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე (სპეციალიზაცია-სამოქალაქო-ადმინისტრაციული) ძირითადი მოვალეობებია:
2013-06-20 07:30 სრულად ნახვა18 ივნისს მედია საშუალებებით გავრცელდა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის დასკვნის პროექტი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული დოკუმენტი სამუშაო ვერსიას წარმოადგენს და კომიტეტს საბოლოო დასკვნისთვის კენჭი არ უყრია, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ დასკვნის პროექტში წარმოდგენილი რამდენიმე სამართლებრივი შეფასების დაუსაბუთებლობასა და მათ შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეფასებები 17 მაისის მოვლენების საჯარო განხილვის პროცესში ხშირად დომინირებდა, რის გამოც მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიის სწორ სამართლებრივ განზომილებაში გადაყვანისთვის, მათზე დასაბუთებული პასუხის გაცემა აუცილებელია. ამასთან ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოსაზრებები დადებით გავლენას იქონიებს 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის საბოლოო დასკვნის შინაარსზე.
2013-06-19 08:41 სრულად ნახვამიმდინარე წლის 19 ივნისს საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით ,,საჯარო სამსახურში პრემიის გაცემის წესი, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული პრაქტიკა”.
2013-06-19 05:47 სრულად ნახვადღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების კენჭისყრის მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებს შედეგით საუკეთესო 12 კანდიდატი: გოჩა მამულაშვილი, ვახტანგ თორდია, ნინო ბაქაქური, ევა გოცირიძე, ეკატერინე გასიტაშვილი, კახაბერ სოფრომაძე, მამუკა სონღულაშვილი, ლევან ხეცურიანი, გია მეფარიშვილი, მადი ჩანტლაძე, როინ მიგრიაული და დავით სულაქველიძე. ხოლო სადისციპლინო კოლეგიის წევრობის 4 კანდიდატი: ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე, მერაბ ჩიქოვანი და გიორგი ტურაზაშვილი.
2013-06-14 07:04 სრულად ნახვა„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოვუწოდებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრების კონკურსების სამართლიან, თანასწორ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.
2013-06-14 02:14 სრულად ნახვახვალ, 14 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისთვის უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე ღვთისმსახურების ხელშეშლის ფაქტს გააპროტესტებენ და რელიგიური უმცირესობის უფლებებისა და ტოლერანტობის დაცვის მნიშვნელობას ადგილზე გამართული სოლიდარობის აქციით გამოხატავენ.
2013-06-13 08:39 სრულად ნახვათბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა 2013 წლის პირველ მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს სტუდენტების ორგანიზებით მიმდინარე მანიფესტაციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა. პოლიციის მიერ მანიფესტაციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო მაშინ, როდესაც მანიფესტაციამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა და მის დასრულებამდე 8-10 წუთი იყო დარჩენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და სასამართლოს წარედგინა მანიფესტაციის 37 მონაწილის მიმართ. ამათგან 32 პირის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებების ნაწილი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და მასზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისათვის არ არის მიღებული. შესაბამისად, წარმოდგენილი ანალიზი მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეების განხილვის შედეგებს.
2013-06-13 02:26 სრულად ნახვა