არასამთავრო ორგანიზაციებმა სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენებისადმი პროტესტის ნიშნად ანგარიშის პრეზენტაციაზე უარი თქვეს, ისინი დისკუსიის საპარლამენტო ფორმატში გადატანას და სწრაფ რეფორმებს მოითხოვენ
2017-06-01 12:16 სრულად ნახვადღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების შესრულება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლეო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
2017-06-01 12:03 სრულად ნახვაგანცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საქართველოს მიერ დაწყებული ექსტრადიციის პროცესს და სახელმწიფოს მოვუწოდებთ არ დაუშვას მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა
2017-05-31 18:36 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო, რომელიც როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა,
2017-05-30 22:58 სრულად ნახვაიუსტიციის უმაღლეს საბჭოში განიხილება სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხი, რაც იმას ნიშნავს რომ, შესაძლოა, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ, საკუთარი უფლებამოსილების უკანასკნელ დღეებში, 5 წლიანი ვადით გაამწესოს სასამართლოს თავმჯდომარეები.[1]
2017-05-29 11:03 სრულად ნახვა2017 წლის 25 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს - მუსტაფა ემრე ჩაბუქს.
2017-05-28 13:41 სრულად ნახვაგანცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმაურებით საქართველოს გენერალურ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გამოძიების მიმდინარეობის საკითხს. 24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს.
2017-05-25 12:52 სრულად ნახვა2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებობს პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. პრობლემური საკითხები ძირითადად უკავშირდება პარტიების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, ბუნდოვანი და გაუმართავია სახელმწიფო დაფინანსების გამოსათვლელი ფორმულის ზოგიერთი კომპონენტი, ასევე, არსებული რეგულაციები ქმნის არასწორ სტიმულებს ისეთი საარჩევნო ბლოკების შესაქმნელად, რომელთა ძირითადი მიზანი დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების და სხვა დაუმსახურებელი პრივილეგიების მოპოვებაა.
2017-05-25 11:23 სრულად ნახვადღეს, 2017 წლის 24 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და „ზვიად ნაზღაიძის საქმეზე“ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.
2017-05-24 13:15 სრულად ნახვასაია-მ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა.
2017-05-23 14:54 სრულად ნახვა