გვსურს, გამოვეხმაუროთ ამა წლის 19 სექტემბრის პრეზიდენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. პრეზიდენტის განცხადებით, მკაცრად უნდა დაისაჯოს პატიმრების წამებაში უშუალოდ ჩართული რამდენიმე პირი და უნდა გატარდეს გარკვეული ზომები პენიტენციურ სისტემაში, რაც ამ ეტაპზე დროებით ღონისძიებად გულისხმობს პატრულის თანამშრომელთა შეყვანას სასჯელაღსრულების ძირითად დაწესებულებებში. მიგვაჩნია, რომ გაჟღერებული ზომები არ არის საკმარისი და პროპორციული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის იმ შემზარავ და სისტემურ ფაქტებზე, რომლის თვითმხილველიც საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში გახდა. ჯერ კიდევ არ დამდგარა იმ მაღალი თანამდებობის პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელთა სახელებიც უშუალოდ უკავშირდება პენიტენცურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის მასიურ შემთხვევებს. აღნიშნულ საკითხებზე ყურადღება არ გაუმახვილებია არც საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, გამოძიება არ დაინტერესებულა იმ თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხით, რომლებიც თავად იყვნენ ჩართული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში ან გულგრილად ეკიდებოდნენ დაკისრებულ პასუხისმგელობას და რეაგირების გარეშე ტოვებდნენ არსებულ შემზარავ შემთხვევებს.
2012-09-20 09:04 სრულად ნახვაარასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიებას და შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ და პოლიტიკური პასუხისმგებლობას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის პრობლემაა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობს როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელებული ვიდეო მასალა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების სისტემაში. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული ფაქტები განხილულ იქნას, როგორც წამების ცალკეული შემთხვევა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ორგანიზებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო. არაადამიანური მოპყრობის პრობლემა არსებობს არა მხოლოდ პენიტენციალურ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, რაზეც მეტყველებს პოლიციელთა მიერ განხორციელებული მასობრივი ძალადობის ფაქტები ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა 2011 წლის 26 მაისის, 2009 წლის 15 ივნისს, 2007 წლის 7 ნოემბერს დაკავებულ პირებზე.
2012-09-19 11:26 სრულად ნახვაწინამდებარე ნაშრომის მიზანია კენჭისყრის დღის თაობაზე სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმების მითითება და განმარტება მედიისათვის/დაინტერესებული პირებისათვის. დოკუმენტი ორი ნაწილისაგან შედგება. 1-9 პუნქტები ეთმობა საკანონმდებლო რეგულაციებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო 10-11 პუნქტები მოიცავს მედიის, როგორც დამკვირვებლის სტატუსის განმარტებას და მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ამასთანავე საია წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს პრაქტიკული გამოცდილებიდან.
2012-09-18 09:32 სრულად ნახვა2012 წლის 13 სექტემბერს ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში ინტერვიუს ასაღებად მისულ ინტერნეტ გამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას მეუფე გრიგოლმა და სხვა სასულიერო პირებმა გადაღების საშუალება არ მისცეს. ელისო ჯანაშიას განცხადებით, სასულიერო პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა ძალის გამოყენებით წაართვეს და ძირს გადაუგდეს. ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის, ისე ქონების დაზიანების თაობაზე დასტურდება ვიდეოჩანაწერით. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ საპასუხოდ გავრცელებულ წერილში სასულიერო პირი უარყოფს ინციდენტის დეტალებს და მომხდარში ბრალს ჟურნალისტს სდებს. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია, მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ჟურნალისტისთვის კი, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ფორმა კითხვების დასმაა.
2012-09-17 11:39 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 15 სექტემბერს ახალციხეში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ახალციხეში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 15 სექტემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
2012-09-14 12:48 სრულად ნახვასაკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 17 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
2012-09-11 13:20 სრულად ნახვასტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 5 მიმართულებით: კურსი “შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის) სისხლის სამართალი სამოქალაქო სამართალი საერთაშორისო სამართალი კონსტიტუციური სამართალი
2012-09-11 13:14 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლის 8 სექტემბერს საქართველოს 10 ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყრილობის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციის წარმომადგენლები ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, ახალციხეში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავსა და მცხეთაში განახორციელებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები დაკვირვებას წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
2012-09-07 18:28 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 9 სექტემბერს თელავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თელავში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 9 სექტემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.
2012-09-07 13:27 სრულად ნახვაკამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა, 2012 წლის 7 სექტემბერს, პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლებისადმი მიმართვა გაავრცელეს. კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე ორგანიზაციები ეხმაურებიან ელჩების სამუშაო ჯგუფის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის და კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებებს Must Carry-სა და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელების აუცილებლობასა და ქვეყანაში მრავალფეროვანი ინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ: • Must Carry-სა და Must offer-ის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია; • დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზადყოფნა Must Carry-სა და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით არ შექმნილა შესაბამისი მექნიზმები აღნიშნული პრინციპების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების დღეს და მის შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს;
2012-09-07 12:46 სრულად ნახვა