უკანასკნელი დღეების განმავლობაში საიას ადვოკატებმა მოინახულეს გლდანის #8, რუსთავის #6, #16, #17, ქსნის #15 და ბათუმის #3 დაწესებულებების პატიმრები. 240 პატიმრის ახსნა-განმარტებები და განცხადება, რომელსაც 90 პატიმარი აწერს ხელს, გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. პატიმრები ასახელებენ იმ თანამშრომელთა სახელებს, გვარებსა და ზედმეტ სახელებს, რომლებიც მათი განცხადებით მონაწილეობას იღებდნენ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებში. წარმოგიდგენთ პატიმართა მიერ დასახელებული პირთა სიას დაწესებულებების მიხედვით. უცვლელად გთავაზობთ სიას და არ ვახდენთ იმ პირთა ამოღებას, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან. პატიმართა მიერ დასახელებული პირები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ დოკუმენტში.
2012-09-28 16:08 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 29 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილი აქციების მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 29 სექტემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
2012-09-28 14:35 სრულად ნახვა2012 წლის 26 სექტემბერს, მსჯავრდებულმა ოლეგ რამიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღწერილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული რიგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. კერძოდ კი განმცხადებელი საუბრობს გასული წლის სექტემბრის თვეში #8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მსჯავრდებული ეჭქვეშ აყენებს სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმად, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა გულის შეტევით და ასახელებს თეთრაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებს. მსჯავრდებულ ოლეგ რამიშვილის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით.
2012-09-27 09:59 სრულად ნახვასაია ეხმაურება ბოლო დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული წესით ინტენსიური დაკავების შემთხვევებს და მიუთითებს, რომ ცალკეული პირების ვინაობა და სტატუსი, მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობა და ამასთან, დაკავებისა და შემდგომ ეტაპზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას გამოვლენილი გარემოებები, აჩენს ეჭვებს მათ მიმართ გამოყენებული ღონისძიების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით. საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევებმა. სხვადასხვა წყაროში, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, ბოლო დღეებში (21 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში) პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მოტივით, ადმინისტრაციული წესით დაკავების 23 შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავებულთა ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი ან/და მასთან დაკავშირებული პირია, მათ შორის: 21 სექტემბერს დაკავებული დაცვით ფაცაცია და 23 სექტემბერს დაკავებული კახაბერ ჟორჟოლიანი. ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებული პირების „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი საიას დაუდასტურა კოალიციის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავებულები კოალიციის კოორდინატორები და მობილური ჯგუფების წევრები არიან. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართული პირები, კერძოდ, 22 სექტემბერს დაკავებული დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი, რომელთა ინტერესებს სასამართლოში საიას წარმომადგენელი იცავდა.
2012-09-25 06:10 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია 2012 წლის 24 სექტემბერს წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 2012 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ოთხთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა. საიას მონიტორები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან მოიპოვებდნენ, მათ შორის საჯარო დაწესებულებებიდან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის და მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის გზით. ხშირად მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თავად აწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევებისა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის შემთხვევების შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდგომ საიას მონიტორები თითოეულ ფაქტს უშუალოდ განმცხადებლებთან ამოწმებდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ.
2012-09-24 13:22 სრულად ნახვაარასამთავრობო ორგანიზაციების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნები პენიტენციურ სისტემაში წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემურ ფაქტებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ისევე როგორც ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარების თაობაზე დღემდე სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 2012 წლის 24 სექტემბერს, პრესკონფერენცია გამართეს და განცხადება გაავრცელეს. არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა, რომელთა თანამდებობაზე ყოფნის დროს ფორმალური და არაეფექტური გამოძიებების პირობებში წახალისდა და სისტემურ პრობლემად იქცა პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია გვქონდეს ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებისა და დამნაშავეთა დასჯის გონივრული მოლოდინი.
2012-09-24 08:29 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევს 2012 წლის 21-22 სექტემბერს დაკავებულ დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილს. სამივე მათგანის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა (მოსამართლეები მირანდა ერემაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი) და პოლიციის მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის მოტივით ფაცაციას 40 დღით, ხოლო ცაგურიასა და ალადოშვილს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსამართლეების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის არაერთ უხეშ დარღვევას, რამაც დაცვის მხარეს არ მისცა იმის დადასტურების შესაძლებლობა, რომ დაკავებულ პირებს სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. მოკლედ აღვნიშნავთ რამდენიმე ასეთი დარღვევის შესახებ:
2012-09-23 13:32 სრულად ნახვაუკანასკნელი დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვდნენ, თანამდებობა დაეტოვებინათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს. აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ გუშინ, 20 სექტემბერს გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგანაც მან მორალური პასუხისმგებლობა იგრძნო მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. თუმცა მისი მორალური პასუხისმგებლობის დაყენება არ იქნება საკმარისი. საქართველოში არსებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ლოგიკურია, დაიწყოს გამოძიება, რომელიც დაინტერესდება პირადად მისი ბრალეულობის საკითხით, რადგანაც როგორც მრავალჯერ აღვნიშნეთ, მის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების უხეში და მასიური დარღვევები. შესაბამისად, ბაჩო ახალაიას მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომა ვერ იქნება საკმარისი და პროპორციული ღონისძიება.
2012-09-21 13:20 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 22 სექტემბერს ზუგდიდში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 22 სექტემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.
2012-09-21 13:15 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადება კონკურსს პროგრამაზე „დასავლეთ საქართველოს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია“ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. კონკურსს ორგანიზებას უწევს საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Managment Institute). აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი საქართველოში ახორციელებს პროექტს - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გაძლიერების პროგრამა“ (JILEP) – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან ინიციატივას.
2012-09-20 15:05 სრულად ნახვა