სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„დასავლეთ საქართველოს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია“

2012-09-20 15:05
Featured image

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2012 წელს ჩარიცხულ მაგისტრანტებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა არა უგვიანეს 2012 წლის 1  ოქტომბრისა უნდა წარმოადგინონ:   თანდართული სააპლიკაციო  ფორმა შევსებულ ფორმატში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სტუდბილეთის ასლი ან სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის დამადასტურებელი ცნობა სასწავლებლიდან, ბაკალავრიატის ნიშნების ფურცელი, საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებულ ქულათა რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასწავლებლის მიერ ჩატარებულ შიდა გამოცდაში (სპეციალობაში) მიღებულ ქულათა რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გორგასალის ქ. #89.  საკონტაქტო პირი ნინო ტავლალაშვილი) ან გადმოაგზავნონ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: metreveli@gyla.ge  (საკონტაქტო პირი თამარ მეტრეველი)

პრეტენდენტები შერჩევას გაივლიან 2 ეტაპად. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოხდება ე.წ. Short list -ის შედგენა, ხოლო 4 საუკეთესო მონაწილე გამოვლინდება გასაუბრების შედეგად, რომელიც წარიმართება იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და დონორი ორგანიზაციის მონაწილეობით.

4 საუკეთესო მონაწილის შერჩევა მოხდება შემდეგი სავარაუდო კრიტერიუმების გათვალისწინებით:

- საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებულ ქულათა რაოდენობა

- სასწავლებლის მიერ ჩატარებულ შიდა გამოცდაში (სპეციალობაში) მიღებულ ქულათა რაოდენობა

- ბაკალავრიატის დასრულებისას მიღებული შეფასებები

- სწავლის საფასურის გადახდისუნარიანობა

- კონკურსში მონაწილეობის დასაბუთება

თანაბარი მონაცემების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ:

- პირებს, რომლებიც ფლობენ უცხო ენას

-  ეთნიკური უმცირესობის წამომადგენლებს

- იძულებით გადაადგილებულ პირებს

-  მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენლებს.

შერჩეულ კანდიდატებთან ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი კონკურსში გამარჯვებული  კანდიდატების უფლება-მოვალეობანი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების აბსოლიტური დაცვა იქნება ერთადერთი პირობა, რომლის საფუძველზეც ფონდი:

- დააფინანსებს სამაგისტრო პროგრამაზე  სწავლის მთლიან საფასურს 2 წლის განმავლობაში

- უზრუნველყოფს კანდიდატებს სახელმძღვანელოებით

- უზრუნველყოფს კანდიდატებს საცხოვრებელი ადგილით, იმ შემთხვევაში, თუ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (იგულისხმება სხვა მუნიციპალიტეტი), დიდ დაშორებაზეა სასწავლებლის ადგილიდან.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ

საკონტაქტო პირი:

თამარ მეტრეველი: metreveli@gyla.ge; 599 51 00 63