საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლის 8 სექტემბერს საქართველოს 10 ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყრილობის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციის წარმომადგენლები ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, ახალციხეში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავსა და მცხეთაში განახორციელებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები დაკვირვებას წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნულ ქალაქებში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 8 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყრილობის ორგანიზებას და ყრილობაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება, ასევე დაესწრებიან პროგრამის „მეტი სარგებელი ხალხს“ პრეზენტაციას.