გასული თვის 28-ში საზოგადოებამ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავავების შესახებ გაიგო. ე.წ. „კაბელების“ საქმე სხვა საინტერესო დეტალების პარალელურად იმითაც იყო გამორჩეული, რომ საქმე გვქონდა შესყიდვასთან, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. თუმცა, ამჯერად მინდა შევეხო არა მთლიანად სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ მის ერთ ელემენტს. კერძოდ, შესყიდვას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების საფუძველზე ხორციელდება.
2014-11-21 11:03 სრულად ნახვაგასული კვირა მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს მასშტაბით მოსამართლის 34 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატებს უყარა კენჭი.
2014-06-04 17:09 სრულად ნახვა2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებიდან მოყოლებული ხშირად საუბრობენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული მილიონების შესახებ. სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების პარტიული, კონკრეტულად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხარჯვაზე უთითებენ. სამაგიეროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ის, რასაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებდა, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს და არც შესაბამისი ხარჯების გაღების ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე ვინმემ.
2013-11-03 01:18 სრულად ნახვამიმდინარე წლის 4 მარტს ქართულ მედია-საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნა აპირებდა.
2013-04-08 02:25 სრულად ნახვა2006 წლის 6 ივნისს ქ. თბილისის მთავრობამ შპს „ახალი რიყესთან“ უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისის მთავრობამ შპს „ახალ რიყეს“ 43,350 კვ.მ. მეტრი ფართობი გადასცა რიყის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ფასი 7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 12,540,500 ლარს შეადგენდა.
2012-12-12 09:01 სრულად ნახვა