80 დღეში საქართველოში, უკვე მერამდენეჯერ მოგვიწევს „მნიშვნელოვანი“ არჩევანის გაკეთება, წინ დიდი საპარლამენტო არჩევნები გველის .
2016-07-19 11:28 სრულად ნახვაპ.ს. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ბლოგი არ ეხება მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილ დანაშაულს და არც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს. ეს ბლოგი საზოგადოებაზეა, პაპიძის დანაშაულობის მიღმა არსებულ საზოგადოებაზე, რომელმაც სასამართლო პროცესების დაწყებამდე და მტკიცებულებების გამოკვლევამდე გამოიტანა განაჩენი.
2016-07-06 18:26 სრულად ნახვაწინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია...2016 წლის გაზაფხული პოლიტიკური თვალსაზრისით დატვირთული იყო, თუმცა ზაფხულის დადგომასთან ერთად არა მხოლოდ ჰაერის ტემპერატურა აიწევს საქართველოში, წინ პოლიტიკურადაც ცხელი ზაფხული გველოდება... წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია.
2016-05-18 16:48 სრულად ნახვა2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს სასჯელის სახით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
2016-05-17 14:05 სრულად ნახვაადრე, აჭარაში, ჯერ კიდევ მაშინ როცა სკოლაში ვსწავლობდი, სასწავლო კვირის შემდგომი უქმე დღეები ჩემს სოფელში - ძენწმანი გრძელდებოდა. თითქმის ყოველთვის ორი უქმე დღიდან ერთს - შაბათს ან კვირას სოფლის თავში, "ოთხზიარის" ძველ სათესებსა და ყანებში ვატარებდით. არა, დასვენების მიზნით კი არა მიწაზე ვმუშაობდით. გაზაფხულზე ჯერ ყანის „მოჩალვით“ იწყებოდა ყველაფერი. მერე ყანა იხვნებოდა, იფარცხებოდა და სიმინდი ითესებოდა. მიწიდან ამოსულ სიმინდს ყანის „ფხეკა“ მოსდევდა თან. ფხეკის დროს ერთადერთი შვება ყანის თავში მდგარი ვეებერთელა თეთრი ბალი იყო. თეთრ ბალს შუადღეს წყაროზე ჩაცივებული მაწონი და მჭადი ანაცვლებდა. შემოდგომაზე ყანის აღების დრო მოდიოდა და ზამთრის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ერთი სიტყვით მთელი ეს პროცესი ფილოსოფია იყო და ამ ფილოსოფიის დროს ნალიაში გაფენილ ბალახზე წამოკოტრიალებასა და ფიქრს ცოტა რამ თუ სჯობდა ქვეყანაზე.
2016-05-11 10:45 სრულად ნახვააღმაშენებლის ჩაყოლებაზე, ერთმანეთზე მიწყობილი ჭრელა-ჭრულა მაღაზიებია და სულ ბევრი ხალხი ირევა. ამ პატარა მწკრივის წინ, პასტერის მოსახვევიდან მაკდონალდსამდე რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით 6 ადამიანი ხურდას ითხოვს, სხვადასხვა კუთხეში შეყუჟული.
2016-05-09 00:29 სრულად ნახვა„სანამ საყოველთაო ინდიფერენტულობა და კოლექტიური აპათია არ დაიმსხვრევა, ერთეულები ვერაფერს შეცვლიან“- ეს სიტყვები ევროპული სტუდენტური მოძრაობის ლეგენდას რუდი დუჩკეს ეკუთვნის.
2016-04-20 16:55 სრულად ნახვა2016 წლის 20 აპრილს, ბათუმის საკრებულო, ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩის #1 მდებარე 125 კვ.მ საცხოვრებელ ფართის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს განიხილავს.
2016-04-19 16:54 სრულად ნახვამას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა მოჰყვა, რასაც თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ასევე დასკვნით უპასუხა, გადავწყვიტე თვითონ გავარკვიო - როგორ ავირჩიოთ კანცლერი.
2016-03-29 16:19 სრულად ნახვასულ ცოტა ხნის წინ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცს ბრალი წაუყენეს. მოსამართლემ სავარაუდო მოძალადეს გირაო შეუფარდა. პროკურორმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზედა ინსტანციაში, თუმცა შედეგი უცვლელი დარჩა. სასამართლოს ასეთმა დისკრიმინაციულმა პასიურობამ წამახალისებლად იმოქმედა სავარაუდო მოძალადეზე. მამაკაცმა გირაოს თანხა გადაიხადა და დაიწყო ძალადობის ახალი ეტაპი. ბრალდებული იარაღის მაკეტის გამოყენებით მსხვერპლს მოკვლით დაემუქრა.
2016-03-28 10:49 სრულად ნახვა