მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის" წევრები ზაზა ხაზალია, ვანო აფციაული, თორნიკე დარბალისელი, მარიამ ბაშარული, ნინო ქაცარავა, ვაჟა მორგოშია, ნიკოლოზ ჭურაძე, დავით გოგოხია, ზურაბ ბერიაშვილი და კობა ხაბაზი დაკითხვაზე დაიბარა.[1] როგორც ცნობილია, გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით.
2016-10-05 15:43 სრულად ნახვა„კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად რამდენიმე არასამთავრობო ორგაიზაციას აერთიანებს, ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან “იმედი”, „მაესტრო“ და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო.
2016-10-05 15:41 სრულად ნახვა2016 წლის 27 სექტემბერს თვითმმართველი ქალაქის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
2016-10-05 15:40 სრულად ნახვაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი მანანა მინდაძე საკრებულოს დეპუტატის ილო მამალაძეს ამომრჩევლის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც მინდაძე აცხადებს, მას სოფლის დეპუტატმა იმის გამო უსაყვედურა, რომ ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას ვერ დაესწრო და დაემუქრა, რომ თუ არ მისცემდა ხმას ქართულ ოცნებას, დახმარებას მოუხსნიდნენ.
2016-10-05 15:16 სრულად ნახვა2016 წლის 6 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარალეთში ჩატარდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - თემურ ხუბულურის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. 90 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიგა გელაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნება”-ს შტაბის უფროსის მოადგილეა. ხოლო მეორე ადგილი ონისე ბუღაძემ დაიკავა, რომლის ძმა _ ლევან ბუღაძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თანამშრომელია. პირველ ადგილზე გასულს მიეცა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულს _ 300 (სამასი) ლარი.
2016-10-05 15:14 სრულად ნახვა2016 წლის 30 სექტემბერს და 3 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამსახურიდან გაათავისუფლა ეკატერინე გაბრავა - ა(ა)იპ კულტურის ცენტრის დირექტორი და მურმან არჩილია - სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიული მომსახურეობისა და მზრუნველობა მოკლებულთა ცენტრის დირექტორი.
2016-10-05 15:00 სრულად ნახვა1 ოქტომბერს, ქუთაისში პარტია "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის " შტაბი დაარბიეს.
2016-10-05 14:56 სრულად ნახვასაია პარტნიორ ორგანოიზაციებთან ერთად, გამოეხმაურა კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს.
2016-10-05 13:49 სრულად ნახვა19 სექტემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება 19 სექტემბერს, გამთენიისას, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში შესვლასთან დაკავშირებით, რომელთაგან 2 წარმოადგენდა სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრს. კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ პიროვნებებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ და თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. მათ მიზანს კი წარმოადგენდა ფაქტის ვიდეოგადაღება, იმის საჩვენებლად, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში იკრიბებოდნენ კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტებმა, რომლებიც შტაბში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები გამოიძახეს და პოლიციამ ვითარება ადგილზე შეისწავლა.
2016-09-27 11:29 სრულად ნახვა13 სექტემბერს, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე №11, №13 და №15 კორპუსების მაცხოვრებლებს გადასცეს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის დარიგებამდე მოქალაქეებთან შეხვედრა ჰქონდა თავად გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს - ირაკლი ოქრუაშვილს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - მამუკა ნოზაძემ, პროკურატურას მიმართა. პროდუქტის გადაცემის ფაქტს, ერთ-ერთი მოქალაქეც ადასტურებს.
2016-09-27 11:17 სრულად ნახვა