საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები გაესაუბრნენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფონდ ,,ქომაგისთვის” დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ მოდულის შენობაში მოწმის სახით დაიკითხნენ. მოქალაქეების - გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას მონათხრობების ურთიერთშეჯერების შედეგად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს. ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ ,,ქომაგს”. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით მოდულის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ. მართალია, მოდულის შენობაში დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, მათთვის არ აუხსნიათ. სამ მათგანს არ განემარტა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ მოწმის სახით დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს უწყება, სადაც ,,აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი”. მოწმის იძულებითი წესით მიყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას. აქვე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ნ.ბელქანიას განცხადებით, მას სამუშაო ადგილას მიაკითხეს პოლიციელებმა, რომელთაც მანქანაში მისი არასრულწლოვანი შვილი ეჯდათ.
2012-06-27 13:40 სრულად ნახვა26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს.წელს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმა. კერძოდ, 26 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა და საიას თავმჯდომარემ დიღმის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორებს გადასცეს პოსტერები და ბროშურები. აღნიშნული ბროშურები და პოსტერები, ხელს შეუწყობს თავისუფლებააღკვეთილ პირთა ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ, რაც თავის მხრივ გარკვეულ როლს შეასრულებს არასათანადო მოპყობისა და წამების პრევენციის კუთხით. უფრო მეტიც, პოსტერები და ბროშურები ხელს შეუწყობს დაწესებულების თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და ამაღლებასაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის.პოსტერები და ბროშურები, რომლებიც მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის “პატიმართა უფლებების გაუმჯობესება-ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში, განკუთვნილია როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთათვის. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ეროვნული უმცირესობების გათვალისწინებით, პოსტერები და ბროშურები მომზადდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
2012-06-26 11:08 სრულად ნახვა2012 წლის 21 ივნისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ყადაღა დაადო შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს (ანტენებს, რესივერებს, მიმღების თავაკებს). ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიმდინარეობდა ცალკეული პირების მიერ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხული ანტენებითა და რესივერებით საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე. პროკურატურის განცხადებით, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდებოდა ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომლებიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებულ ტექნიკურ საშუალებებს დაედო ყადაღა. მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება გაატაროს ეფექტური ღონისძიებები დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. თუმცა, აღნიშნული პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანობის პრინციპისა და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით. აქვე, სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, როდესაც შეზღუდვების გავრცელება მედიის სფეროს ეხება. ვფიქრობთ, 2012 წლის 21 ივნისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო:
2012-06-24 07:19 სრულად ნახვასამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ტელეკომპანია იმედის ეთერში 14:00 საათიანი „ქრონიკის“ გამოშვებაში გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით ყველა სატელევიზიო არხის სავალდებულო გადაცემის თაობაზე. ბ-ნი დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს წინადადებებზე, რომლის მიხედვითაც „საარჩევნო პერიოდში მოხდება ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ეხმიანება კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „must carry”-სა და “must offer”-ის პრინციპების გატარებასთან დაკავშირებით, რაც არასამთავრობო სექტორისა და მედია ორგანიზაციების უმრავლესობის აზრით, საზოგადოებისათვის პლურალისტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და, შესაბამისად, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობებს ქმნის.
2012-06-22 15:12 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. მისი ცალკეული დებულებების ავტორი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაცაა (შემდეგში - კომისია). კანონპროექტის ყველაზე სადავო ნორმის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასევე შეტანილ იქნებიან ამომრჩევლები: 1) რომელთა რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ; 2) რომელთა რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირის მიერ კომისიისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ პირებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში მისი პირადობის მოწმობა უქმდება რეგისტრაციის ნაწილში, ხოლო პირადობის დადასტურების ნაწილში იგი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. კომისიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი ორივე კატეგორიას მიკუთვნებული მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 80 000-ს შეადგენს. გაუქმებული რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება ნიშნავს, რომ ძალადაკარგულ მონაცემებს ენიჭებათ სამართლებრივი ძალა, რაც მიუღებელია. გარდა ამისა, არსებობს იმის რისკიც, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილმა ამომრჩევლებმა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე გაიარონ რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ერთდროულად აღმოჩდნენ ორი საარჩევნო უბნის სიაში, რაც შეამცირებს კომისიის შანსებს მოახდინოს ასეთი შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და უზრუნველყოს სიების სიზუსტე.
2012-06-22 15:09 სრულად ნახვა2012 წლის 2 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებული გადარიცხვების გზით 200 000 აშშ დოლარის ოდენობით უკანონო შემოწირულების მიღებისთვის სამართალდამრღვევად ცნო. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, და 342 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ დააჯარიმა და მისი ანგარიშები დააყადაღა. მიგვაჩნია, რომ ორგანიზაციის დაჯარიმება და მისი ანგარიშების დაყადაღება არსებული კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა, რადგან კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლებით დაჯარიმებისთვის აუცილებელია: ა) პირს ჰქონდეს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად იყენებდეს ფინანსურ/მატერიალურ რესურსებს: ბ) პირისათვის შეზღუდვების გავრცელების თაობაზე მონიტორინგის სამსახურს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით გამოცემული ჰქონდეს შესაბამისი აქტი; და გ) პირს განხორციელებული ჰქონდეს კანონით აკრძალული შემოწირულების მიღება ან დამალვა (ამგვარ შემოწირულობას განეკუთვნება შემოწირულებები იურიდიული პირისგან, უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან და ა.შ.).
2012-06-21 07:13 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია “ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 17 ივნისს ოზურგეთში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 17 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.
2012-06-15 10:12 სრულად ნახვაროგორც ცნობილია, 14 ივნისს შედგა შეხვედრა კამპანიის - „ეს შენ გეხება“ - მონაწილე რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა კამპანიის მიერ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტში შეტანილი ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებების იმ უმნიშვნელოვანესი პრინციპების გათვალისწინებაზე, რომელიც საქართველოში ე.წ.Must Carry-ისა და Must Offer-ის რეგულაციების დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა საქართველოში პლურალისტური მედია გარემოს ჩამოყალიბებაზე და საკუთარ მოსახლეობას შეუზღუდა მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს როგორც მედია, ისე - წინასაარჩევნო გარემოზე და შექმნის მკვეთრად არათანაბარ პირობებს ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის. როგორც მრავალჯერ აღგვინიშნავს, არსებული მედია გარემოს პირობებში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება.
2012-06-15 07:28 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან ერთად, სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პრეზენტაცია 2012 წლის 14 ივნისს გაიმართა. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანაგრიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა. საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგი 2011 წლის ოქტომბერიდან 2012 წლის აპრილამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ: • არსებითი განხილვების უმეტესობაში შეჯიბრებითობის პრინციპი დაცული იყო, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოსამართლემ თავის ნეიტრალურ როლს მკვეთრად გადაუხვია (მოწმეთა დაკითხვის შემთხვევები);
2012-06-14 11:39 სრულად ნახვა2012 წლის 11 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „Must carry“-ს საკითხებთან დაკავშირებულ კვლევის პრეზენტაცია გამართა. ბოლო წლების განმავლობაში ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე გაჩნდა იდეა, რომ საქართველოშიც, მსგავსად უცხოეთის არაერთი ქვეყნისა, აუცილებელია „Must carry“ წესების შემოღება. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო: • საერთაშორისო სტანდარტების დადგენა; • სხვა ქვეყნების კანონმდებლობისა და გამოცდილების ანალიზი; • მოთხოვნილებები ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები; ასევე - ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები და ექსპერტები.
2012-06-11 15:59 სრულად ნახვა