2012 წლის 24 ივნისს საია–მ გაავრცელა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. საია–ს განცხადებაში, აღნიშნული განჩინების კანონიერება სხვა გარემოებებთან ერთად, შეფასებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151–ე მუხლის საფუძველზე და აღინიშნა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება მიღებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსგან მიღებულ იქნა სამართლებრივი ანალიზი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სსსკ–ის 151–ე მუხლზე. ამის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევთ დამატებითი პოზიციის წარმოდგენისას ჩვენი მსჯელობა ასევე შემოიფარგლოს მხოლოდ სსსკ–ის 151–ე მუხლით და მის ჭრილში ჩვენი პირველადი შეფასების კიდევ ერთხელ წარმოდგენით.
2012-07-06 18:59 სრულად ნახვასაია ეხმაურება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ამ უკანასკნელს მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, კანონიდან ხდება მე-12 მუხლის 22, მე-4 და მე-7 პუნქტების ამოღება. აღნიშნული ნორმები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის სხდომაზე საკითხის განსახილველად შეტანის, მთავრობის წევრების მიერ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, სხდომაზე გატანილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა. კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საკითხზე, თუ სხდომას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს არა საკანონმდებლო აქტი, არამედ რეგლამენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. ამგვარად, აღნიშნული ცვლილებით პარლამენტს ერთმევა უფლება, დაარეგულიროს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და მას მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტისაგან დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.
2012-07-05 08:16 სრულად ნახვა2012 წლის 3 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ფირუზ ვანიევის და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახელით. საია ასაჩივრებს დევნილის ცნების საკანონმდებლო განსაზღვრებას. 2011 წლის 27 დეკემბერამდე დევნილად ითვლებოდა ყველა პირი, ვინც, უცხო ქვეყნის მხრიდან აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო იძულებული გახდებოდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობდა ეს უკანასკნელი. 2011 წლის 27 დეკემბერს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებით, ,,დევნილთა შესახებ” კანონი ვრცელდება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოდევნილ პირებზე. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ტერიტორიები, რომელიც არასოდეს შედიოდა არც აფახაზეთის, არც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგებლობაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ოკუპირებულ ტერიტორიად არ მიიჩნევა. მოსარჩელეების, ტრისტან მამაგულაშვილის სახლი სოფელ დვანში და ფირუზ ვანიევის სახლი ხურვალეთში არ მიუკეთვნება ოკუპირებულ ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მოსარჩელეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დღემდე ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას, იმის გამო, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვერ აკონტროლებენ შესაბამის ტერიტრიას.
2012-07-05 07:47 სრულად ნახვარამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიამ“ 2012 წ. 2 ივლისს ქსნის ციხესთან აქცია გამართა. განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია" სოლიდარობას უცხადებს პატიმრებს და უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნებს: 1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება #15 დაწესებულებაში მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით;
2012-07-02 15:06 სრულად ნახვასამოქალაქო საქმე თ.ა. ი.მ-ს, ი.გ-სა და ი.გ-ს წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე თ.ა-ს, რომელიც 1996 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ფლობდა საცხოვრებელ სახლს. მესაკუთრეებთან - ი.მ-ს, ი.გ-სა და ი.გ-სთან დადებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მას გადახდილი ჰქონდა 4000 აშშ დოლარი, თუმცა, არ იყო რეგისტრირებული სადავო ფართში. თ.ა-ს მოვუმზადეთ სარჩელი, რომლითაც საია ითხოვდა სადავო ფართის მოსარგებლედ თ.ა-ს აღიარებას და, მოპასუხეებისთვის ფართის ღირებულების (32000 აშშ დოლარის) 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრედ ცნობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. მისი განმარტებით, თ.ა. არ წარმოადგენდა ფართის მოსარგებლეს, ვინაიდან მას არც წერილობითი ხელშეკრულება გააჩნდა და არც სადავო ფართში იყო რეგისტრირებული. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ თ.ა. მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მოსარგებლედ. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, სადაც მხარეებს შორის მოხდა მორიგება, რომლითაც ი.მ-მ, ი.გ-მ და ი.გ-მ აიღეს ვალდებულება, მორიგების აქტის დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში, თ.ა-სთვის გადაეხადათ 27000 აშშ დოლარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები ვერ შეძლებენ დათქმულ ვადაში 27000 აშშ დოლარის გადახდას, ძალაში შევა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
2012-07-02 11:29 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 01 ივლისს მცხეთაში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ მცხეთაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 01 ივლისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.
2012-06-29 15:55 სრულად ნახვარამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს. განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხოფაზე. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია შეხვდა ცხრა მსჯავრდებულს, რომლებმაც ქსნის #15 დაწესებულებიდან ა.წ. 24 ივნისს გადაიყვანეს #1 დაწესებულებაში. მსჯავრდებულებმა საიას ადვოკატებთან საუბრისას დაასტურეს კოლექტიურ განცხადებაში მითითებული ფაქტები და შვიდმა მათგანმა განაცხადა თანხმობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათი ახსნა-განმარტებები გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. მეტიც, სამი მსჯავრდებული, ბესიკ გულედანი, ზურაბ ნასყიდაშვილი, და პაატა მოდებაძე თანახმანი არიან, რომ მოხდეს მათი სახელებისა და გვარების გასაჯაროება; რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი ამ ეტაპზე თავიანთი ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. მსჯავრდებულებთა განცხადებით მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის უკანონო ქმედებებს ადგილი ქონდა, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისას, ასევე შემდგომ პერიოდშიც. პატიმართა ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა შემდეგი ტიპის უკანონო ქმედებები:
2012-06-29 13:40 სრულად ნახვასამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები მიესალმებიან საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს ე.წ „must carry”-სა და „must offer”-ის პრინციპების კანონმდებლობაში დანერგვის თაობაზე, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს საერთო მაუწყებლის გადაცემას ავალდებულებს. აღსანიშნავია, რომ „ეს შენ გეხებას“ მონაწილეების მიერ საკომიტეტო განხილვებისას წარდგენილი რეკომენდაციების შედეგად კანონპროექტი გაუმჯობესდა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულებების მოქმედების პერიოდი კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზია. კერძოდ, კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციის მიხედვით, აღნიშნული პრინციპების ამოქმედება სავალდებულო იქნება არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე, რაც სრულად არ მოიცავს საარჩევნო პერიოდს. შესაბამისად, აღნიშნული კანონის ამოქმედება ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შედეგების და საარჩევნო პროცესის საბოლოო შეფასებებების თაობაზე. მივიჩნევთ, რომ კანონპროექტმა სრულად უნდა მოიცვას საარჩევნო პერიოდი და აღნიშნული პრინციპების მოქმედება დაადგინოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გაიზიაროს რეკომენდაცია კანონის მოქმედების ვადის გაზრდის თაობაზე და ასახოს იგი კანონპროექტში.
2012-06-29 12:49 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2012 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს (თსს) მოსამართლეების კობა გოცირიძისა და ნანა დარასელიას მიერ ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ უკანონო შემოწირულება განახორციელა. კონტროლის პალატის მტკიცებით, ერთ შემთხვევაში, ივანიშვილმა თავის ძმას - ალექსანდრე ივანიშვილს გადასცა თანხა, რაც გამოყენებულ იქნა „გლობალ ტვ”–ს მიერ მოსახლეობისათვის სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოთვლით, ანტენების საბაზრო ღირებულება 12 მილიონ 622 ათას 19 ლარს შეადგენდა. მეორე შემთხვევაში კი კომპანიებმა შპს „ელიტა ბურჯმა” და „ბურჯმა” პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო” სიმბოლურ ფასად მიაქირავეს 239 ავტომობილი, მაშინ როდესაც მომსახურების საბაზრო ღირებულება 2 მილიონ 242 ათასი ლარი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კომპანიების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა. ზემოხსენებული გადაწყვეტილებების მიღებას ორი სასამართლო სხდომა დასჭირდა, რომლებიც 8 და 11 ივნისს გაიმართა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. სასამართლო პროცესების მიმდინარეობით, არსებული მტკიცებულებებისა და კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილ მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება არ იყო კანონის შესაბამისი შემდეგი მიზეზების გამო:
2012-06-28 11:27 სრულად ნახვასაია ეხმაურება 2012 წლის 26 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში და ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე წარმოშობილი ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან პასიურობა და, ასევე, საჯარო სამსახურის პოლიტიზაცია. მერეთში შეკრებილი ადამიანების ერთი ჯგუფი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავდა სოფელში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩასული კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მიმართ. ბოლოს, მოქალაქეებს შორის უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბსა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა. ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა საზღვრისპირა სოფლის გასწვრივ, სადაც მუდმივად პატრულირებენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, თუმცა პოლიციას არ გაუტარებია არავითარი ღონისძიება ძალადობის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას შეკრების თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ექიმები სიცოცხლისათვის ავსტრიის წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: შეკრების მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მათი შეხედულებების ღიად გამოხატვის შესაძლებლობა ოპონენტების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის შიშის გარეშე. სახელმწიფო არა მხოლოდ მაშინ არღვევს ადამიანის შეკრების უფლებას, როდესაც უშუალოდ ხელს უშლის დემონსტრაციის ჩატარებას, არამედ მაშინაც, როდესაც დემონსტრანტებსა და სხვა კერძო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ინარჩუნებს პასიურ პოზიციას და არაფერს აკეთებს იმ ძალადობის პრევენციისათვის, რაც შეუძლებელს ხდის მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას.
2012-06-27 13:42 სრულად ნახვა