2020 წლის 25 იანვარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „გვიანი SHOW" დისკრიმინაციისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის პრინციპების დარღვევა დაადგინა.
აღნიშნული საქმე პრეცედენტულია, ვინაიდან ქარტიამ პირველად იმსჯელა გასართობ გადაცემაში ფარული კამერის გამოყენებასა და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის) პრინციპის დარღვევაზე.
განმცხადებლის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.