11 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ილიაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. სადისციპლინო პალატამ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და განსახილველად უკან დააბრუნა კოლეგიაში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკვე მეორედ გაუქმდა. გადაწყვეტილება პირველად გაუქმდა 2006 წლის 9 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგის მიერ.