ოქმი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე წამების წინაარმდეგ ქვეკომიტეტის შექმნას, ხოლო ეროვნულ დონეზე წამების პრევენციის ერთი, ან რამოდენიმე ეროვნული მექანიზმის ჩამოყალიბებას.
გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით იკისრა ვალდებულება, შეექმნა ზემოაღნიშნული სისტემა. ოქმის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში წამების წინააღმდეგ ქვეკომიტეტში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს 2 კანდიდატურა. ამ ორი პიროვნებიდან ერთი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, ხოლო მეორე - იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელმაც მოახდინა ოქმის რატიფიცირება.
საქართველომ ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება 1 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბოს წამების პრევენციის ერთი ან რამდენიმე ეროვნული მექანიზმი.
2006 წლის 22 ივნისს ძალაში შევიდა წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი. შედეგად საქართველოს წინაშე დადგა ოქმით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების ვალდებულება.
ადგილობრივმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, გამოთქვეს რა სურვილი, აქტიურად ჩაერთონ და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ხელისუფლებას ზემოთხსენებული სისტების შექმნაში, 2006 წლის 18 ივლისს მოაწყვეს წამების საწინააღმდეგო საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. ეს ჯგუფი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის შექმნასა და მისი შემდგომი მუშაობის პროცესში.
დანართის სახით თქვენ შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციაზე გამოყენებული სლაიდები და შეხვედრაზე მიღებული დეკლარაცია.