სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის SOS-წამება ქსელი“

2019-03-04 11:56
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის „წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის SOS-წამება ქსელის“ (OMCT SOS-Torture Network) აქტიური წევრი.

„წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია“(OMCT) დაარსდა 1985 წელს და იგი დღეს წარმოადგენს მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო კოალიციას, რომლის მიზანია ბრძოლა წამების, იძულებითი გაუჩინარებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ.  

„წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის SOS-წამება ქსელი“ (OMCT SOS-Torture Network), რომელიც 1986 წელს დაარსდა, გახლავთ წამების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციათა გლობალური ქსელი. დღეს, იგი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას.

 

„წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია“: ვებ გვერდი - http://www.omct.org/ / Facebook - @WorldOrganisationAgainstTorture / Twitter - @omctorg

 

საკონტაქტო პირები: სულხან სალაძე - s.saladze@gyla.ge / ნონა ქურდოვანიძე - nkurdovanidze@gyla.ge