ტექნიკური, იგივე ტექნოკრატიული მთავრობა დარგის პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც ინიშნებიან მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისი ჩნდება. შესაძლოა ასეთ დროს არსებულმა პარტიულმა სპექტრმა იმდენად ფრაგმენტირებული სახე მიიღოს, რომ გარდაუვალი გახდეს შესაბამისი პოლიტიკური ფიგურების მიღმა კონკრეტული გამოსავლის და პასუხების მოძებნა. ტექნოკრატია სწორედ არაპარტიული და ექსპერტული ელიტის აღმასრულებელი უფლებამოსილებებით აღჭურვას გულისხმობს, რათა მათ ამ კონკრეტულ მომენტში კრიზისის გადასალახად მართვის სადავეები აიღონ ხელში.
საქართველოს სინამდვილეში ეს ნაკლებად შესწავლილი ფენომენი ბოლო პერიოდში აჩენს იმის ინტერესს, თუ რას წარმოადგენს ტექნიკური მთავრობა, შეესაბამება თუ არა ამგვარი მმართველობა და მთავრობები დემოკრატიულ სტანდარტებს, როდის ჩნდება მისი შემოღების აუცილებლობა, როგორი გამოცდილება არსებობს ქვეყნების მიხედვით და არის თუ არა მართვის ეს კონცეფცია ქვეყნის გადარჩენისთვის საუკეთესო გზა.
სრული ვერსია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ავტორი: ნინო კაპანაძე
დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას