სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი ვიდეო და რადიო რგოლის მომზადებაზე

2017-01-12 10:53
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი თემატიკის ვიდეო და რადიო რგოლის მომზადებაზე:

  1. ოჯახში ძალადობის პრობლემა საქართველოში და მისი გადაჭრის გზები.

 

პირობები:

- გამარჯვებულმა კომპანიამ/პირმა უნდა დაამზადოს ვიდეო და რადიო რგოლი.  რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სატელევიზიო/რადიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილ სტანდარტებს (ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 30 წამი);

- ვიდეო/რადიო რგოლი უნდა იყოს მზად 20 თებერვლისთვის;

- ვიდეო/რადიო რგოლის დასამზადებლად შეირჩევა ერთი კომპანია;

- განმცხადებელი იტოვებს უფლებას შეცვალოს/დააკონკრეტოს თემატიკა და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარის დაზუსტება/შეცვლაში. 

-  გამარჯვებული კომპანია/პირი შეირჩევა ფასის, ხარისხისა და შესრულების დროის მიხედვით.

-  დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა 2016 წლის 26 იანვრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

A.  ინფორმაცია კომპანიის/პირის გამოცდილების და მაღალი ხარისხის ვიდეო/რადიო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ;

       B.  შესრულებული სამუშაოს ბმულები;

       C.  ამ განცხადებაში მითითებული თემის მიხედვით სატელევიზიო/რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი;

       D. ამ განცხადებებში მითითებული თემის მიხედვით, სოციალური რგოლის სავარაუდო სცენარი;

      E.   ინფორმაცია ვიდეო/რადიო რგოლის დამზადებისათვის საჭირო ვადების შესახებ.

 

განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: chikhladze@gyla.ge; pr@gyla.ge  

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 05 21 ნინო ჩიხლაძე, 577 07 05 00 ლევან ქათამაძე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კონკურსი ცხადდება პროექტის „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.