ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ასოციაცია აცხადებს ტენდერს თარჯიმნის/სინქრონული თარგმანის მომსახურების შესაძენად 2018-2019 წლის პერიოდისათვის. ტენდერის შედეგად შეირჩევა 10-მდე ფიზიკური პირი, რომლებთანაც გაფორმდება ხელშეკრულება 12 თვიანი პერიოდით.
მომსახურების გაწევა და შესაბამისი ანაზღაურება წლის განმავლობაში შერჩეული პირებისაგან მოხდება საჭიროებების შესაბამისად.
განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით ქვემოთ მითითებული მოთხოვნების შესაბამისად 2018 წლის 6 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე anitabidze@gyla.ge;
გთხოვთ საგანში მიუთითოთ „თარჯიმანი“
ტენდერში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- CV;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება თარჯიმნად მუშაობის გამოცდილების შესახებ;
- მომსახურების გაწევის საფასური, რომელიც უნდა იქნას მითითებული ლარში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (ფასები მოცემული უნდა იყოს ქვემოთ მოცემულ ცხრილში).
ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს მოეთხოვებათ მცირე ზომის დოკუმენტის თარგმნა. შესრულებული თარგმანისა და წარმოდგენილი შემოთავაზებების შესაბამისად მოხდება ტენდერში გამარჯვებული პირების შერჩევა.
მსურველებმა შესაძლებელია შემოთავაზება წარმოადგინონ თარჯიმნის ან სინქრონული თარგმანის მომსახურების გაწევაზე ცალ-ცალკე ან ორივე ერთად.
ფასების ცხრილი
|
აღწერა |
გთხოვთ მიუთითოთ საათობრივი ანაზღაურება (სინქრონული თარგმანის შემთხვევაში) |
გთხოვთ მიუთითოთ თანხა (დოკუმენტების წერილობითი თარგმანის შემთხვევაში 2000 სიმბოლოსათვის) |
1 |
სინქრონული თარგმანი ქართულიდან ინგლისურად და პირიქით |
|
|
2 |
წერილობითი თარგმანი ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად (2000 სიმბოლო ) |
|
|