საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს სტილისტის შემსწავლელ კურსებთან დაკავშირებით. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერება, რაც გამოიხატება მათთვის პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებით.
პირობები:
-თმის შეჭრა დავარცხნა და სხვა სალონური მომსახურება;
-თმის დავარცხნა,დამუშავება ;
-მელირება: (ფოლგით) ჰაილაითები, ომბრე, შატუში;
-შეღებვა სტანდარტული;
-სადღესასწაულო ვარცხნილობები;
-თმის დაგრძელება.
კომპანიამ უნდა შეძლოს ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა 2018 წლის 20 თებერვლის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
A. ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
B. კურსის ხანგრძლივობა;
C. ამ განცხადებაში მითითებული კურსის განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: gkiphiani@gyla.ge . გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 93 61 01
გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.