სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

2019-12-23 15:04
Featured image

საია გეგმავს შეიძინოს საწვავი -  პრემიუმი, საორიენტაციო ჯამური შესყიდვის ოდენობა შეადგენს 30 000 ლიტრს.  

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ კომპანიას, რომელიც საქართველოს შემდეგ ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, თელავი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი ფლობს ავტოგასამართ სადგურებს. მიმწოდებელი 2020 წლის განმავლობაში, საიასათვის გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, პერიოდულად განახორციელებს საწვავის მიწოდებას (საბარათე ან ტალონების ფორმით)

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პრემიუმის საწვავის  შესახებ მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი. წარმოდგენილი ხარისხის სერთიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ”EN 228” სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

კომპანიამ ასვე უნდა წარმოადგინოს, ავტოგასამართი სადგურებისა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ (მისამართების მითითებით) ინფორმაცია.

ტენდერში კომპანიის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება  შემოთავაზებული საწვავის -  პრემიუმი (ოქტანობა არანაკლებ 95),  ერთეულის დაბალი ფასი.    

საწვავის შეძენა მოხდება საიას მიერ ტალონების ან საბარათე სისტემის მეშვეობით.

 

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომპანიამ ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით შემოთავაზება და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge არაუგვიანეს 2020 წლის 24 იანვრისა, საგანში გთხოვთ მოუთითოთ „საწვავი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.