საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი თემატიკის სარეკლამო სტიკერებზე:
პირობები:
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს სტიკერის დიზაინი;
- უზრუნველყოს სტიკერების ბეჭდვა;
- უზრუნველყოს სტიკერების გაკვრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში კერძოდ, თბილისის მეტროსადგურებში, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში ავტობუსებზე;
- აღნიშნული მასალის დასამზადებლად შეირჩევა ერთი კომპანია;
- განმცხადებელი იტოვებს უფლებას შეცვალოს/დააკონკრეტოს თემატიკა და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი მასალის დაზუსტება/შეცვლაში;
- გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფასის, ხარისხისა და შესრულების დროის მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა 2016 წლის 20 დეკემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
A. ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
B. შესრულებული სამუშაოს ნიმუშები;
C. ამ განცხადებაში მითითებული მასალის შექმნისა და განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტი;
D. ინფორმაცია მასალის დამზადებისა და გაკვრისათვის საჭირო ვადების შესახებ.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: chikhladze@gyla.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 05 21 ნინო ჩიხლაძე.
გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში: „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.