ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge
შესყიდვის ობიექტი - საოფისე აღჭურვილობის/საკანცელარიო ნივთები
შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები - შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივადხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ #15 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , თელავში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდისა და ბათუმში საიას ოფისების შესაბამის მისამართებზე.
საქონლის ფასი: სატენდერო წინადადებაში საქონლის ერთეულისა და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოსსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველაგადასახადის ჩათვლით შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს 2022 წლის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას (შეცვლაშესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში).
ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად მიწოდებულიშესყიდვის ობიექტების მიხედვით, ცალკეული მოწოდების დროს დღგ-ს გარეშე ან დღგ-ს ჩათვლით.
ღირებულების შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდება მოწოდების დოკუმენტებისა და მიღება–ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
წინასწარი გადახდის მექანიზმი არ გამოიყენება.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაციაელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე gkiphiani@gyla.ge გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
ა) კომპანიის დასახელება და კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);
ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები დანართისა და ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად;
უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიებს რომლებსაც გააჩნიათ ქსელური მაღაზიები შესაბამის ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, თელავი; ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი.
ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით ჩათვლით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102
ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (124)
ფაქსი: (995 32) 2923211
Email: gkiphiani@gyla.ge
Web: www.gyla.ge