სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე

2018-02-22 10:43
Featured image

საია აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიულ კომპანიებს შორის, ბეჭდვით მომსახურებაზე ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

ტენდერის ფარგლებში შესაძლოა შერჩეული იყოს ერთი ან რამდენიმე კომპანია. შერჩეულ კომპანიებთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განისაზღვრება მომსახურების შესყიდვის ზოგადი პირობები.

კონკურსანტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების შესაბამისად, თითოეული კომპონენტის მიხედვით:

 

  1. კვლევა #1

კვლევის მახასიათებლები:

ზომა A5

გვერდების რაოდენობა: 140 + გარეკანი

შიგთავსი: 90 გრამიანი გლუვი ცარცი, ბეჭდვა 4+4

გარეკანი: 300 გრამიანი ცარცი ან ბრისტოლი, ბეჭდვა 4+0 + გლუვი ლამინაცია

აკინძვა: თერმული

ტირაჟი: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი

 

  1. კვლევა #2

კვლევის მახასიათებლები:

ზომა A4

გვერდების რაოდენობა: 80 + გარეკანი

შიგთავსი: 80 გრამიანი ოფსეტი, ბეჭდვა 1+1

გარეკანი: 300 გრამიანი ცარცი ან ბრისტოლი, ბეჭდვა 4+0 + დისპერსიული ლაკი

აკინძვა-თერმული

ტირაჟი: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი

 

  1. ანგარიში

ანგარიშის მახასიათებლები:

ზომა A4

გვერდების რაოდენობა: 100 + გარეკანი

შიგთავსი: 135 გრამიანი გლუვი ცარცი, ბეჭდვა 4+4 + დისპერსიული ლაკი ყველა გვერდზე

გარეკანი: 300 გრამიანი ცარცი ან ბრისტოლი, ბეჭდვა 4+0 + სპარკლის ლამინაცია

აკინძვა: თერმული + შეკერვა

ტირაჟი: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი

 

  1. ლიფლეტი

ლიფლეტის მახასიათებლები:

ზომა A4

2 კეცვით (ე.წ. ბიგოვკა)

200-250 გრამიანი ცარცი, ბეჭდვა 4+4

ტირაჟი: ა)1000 ცალი; ბ) 3000 ცალი

 

  1. პოსტერი

პოსტერის მახასიათებლები:

ზომა A3

300 გრამიანი ცარცი, 4 ფერიანი ბეჭდვა, ცალმხრივი

ტირაჟი: ა) 50 ცალი; ბ) 200 ცალი

 

  1. საკონფერენციო ჩანთები - ნაჭრის (როგორც ერთფერიანი, ისე ოთხფერიანი ორგანიზაციული ბრენდირებით)

რაოდენობა: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი

 

  1. საკონფერენციო ჩანთები - ქაღალდის (როგორც ერთფერიანი, ისე ოთხფერიანი ორგანიზაციული ბრენდირებით)

რაოდენობა: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი

 

  1. საკონფერენციო პასტები (როგორც ერთფერიანი, ისე ოთხფერიანი ორგანიზაციული ბრენდირებით)

რაოდენობა: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი

 

  1. სავიზიტო ბარათები - ორმხრივი, ოთხფერიანი ბეჭდვა

რაოდენობა: ა) 50 ცალი; ბ) 100 ცალი

 

  1. კონვერტები (ცალ მხარეს ოთხფერიანი ორგანიზაციული ბრენდირებით)

რაოდენობა: ა) A4 - 100 ცალი; ბ) A5 - 200 ცალი; გ) 25/11 სმ - 500 ცალი

 

 

კონკურსანტს შეუძლია, დააკორექტიროს თითოეული კომპონენტის მახასიათებლები, თუ ეს არ იმოქმედებს პროდუქციის ხარისხზე.

 

კონკურსანტს შეუძლია, სატენდერო წინადადება წარმოადგინოს ყველა ან მხოლოდ  რამდენიმე კომპონენტთან დაკავშირებით.

 

სხვა პირობები:

საქონლის მიწოდების სასურველი ვადა: შეკვეთის გაფორმებიდან 5-7 სამუშაო დღე

საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: საქონლის მიწოდებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღე

 

აღნიშნული ტენდერი არ მოიცავს პროდუქციის დიზაინის მომზადებას.

წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება ფასისა და ხარისხის საფუძველზე.

 

განაცხადის წარდგენა:

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  1. ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  2. ძირითადი სატენდერო ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ფასები ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების მიხედვით;
  3. შესრულებული მასალების ნიმუშები (წარსულში შექმნილი მასალა);

 

  • განაცხადები მიიღება 2018 წლის 2 მარტის 18:00 საათამდე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში, მისამართზე: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15. მე-2 სართული. დამატებითი კითხვებისათვის, შეგიძლიათ, მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: khatuna@gyla.ge (საგანში მიუთითეთ „ტენდერი“).