შესყიდვის ობიექტი - კომპიუტერული ტექნიკა: პორტატული კომპიუტერი (ნოუთბუქი) ზომა 14’’ და 15.6’’, მინიმუმ მე-6 თაობის i3 da i5 პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება 8 GB, SSD ვინჩესტერი (მინიმუმ 240 GB). რაოდენობა-10 ცალი.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ა)ინფორმაცია კომპანიის რეკვიზიტების შესახებ (ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);
ბ)მისაწოდებელი საქონლის ფასები;
გ) მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრული აღწერილობა;
დ) ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის საგარანტიო ვადების და პირობების შესახებ;
ე) ანგარიშსწორების პირობები;
ვ) ხარისხის დამადასტურებელი მწარმოებლის (ISO) სერთიფიკატი.
შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ხარჯები რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.
სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით და დღგ-ს გარეშე.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
საქონლის მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. №15, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge. გთხოვთ, განაცხადის ველში მიუთითეთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 9 აპრილი.
საკონტაქტო პირი - ირაკლი სვანიძე +995 55 655544