სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე დაბარება

2020-03-05 16:58
Featured image

კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოსადმი ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი მოვალეა, დაესწროს კომიტეტის სხდომებს.[1] ამისთვის საჭიროა დამსწრეთა (1) უმრავლესობის ან (2) ფრაქციის მოთხოვნა, თუ ამ ფრაქციას კომიტეტში თავისი წევრი ჰყავს.[2] მოწვევის შესახებ ადრესატს აცნობებს კომიტეტის თავმჯდომარე სხდომამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. თუმცა, რეგლამენტი არ აზუსტებს, რომ მოსმენა მოთხოვნიდან უახლოეს სხდომაზე უნდა გაიმართოს, რაც მანიპულაციის შესაძლებლობას ტოვებს.

ერთხელ უკვე დაბარებული პირის განმეორებით მოწვევა ორი თვის განმავლობაში მხოლოდ კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არის შესაძლებელი.[3] ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ მოსმენა საკითხის მნიშვნელობიდან უნდა გამომდინარეობდეს და უახლოეს წარსულში შესაბამისი პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა მიიჩნეოდეს. ამიტომ, აუცილებელია, ზემოაღნიშნული შეზღუდვა გაუქმდეს და თითოეულ კომიტეტს/ფრაქციას სხდომაზე შესაბამისი პირის დაბარება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით შეეძლოს.

პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორისა და სუს-ის უფროსის ამ ფორმატში დაბარებისთვის საჭიროა კომიტეტის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა,[4] ხოლო ფრაქცია ამგვარ შესაძლებლობას მოკლებულია. ეს დიფერენცირება საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობას ამცირებს და, იმავდროულად, საფუძვლად არ უდევს მკაფიო არგუმენტები.[5] საჭიროა, ასეთი მიდგომა შეიცვალოს და კომიტეტის უბრალო უმრავლესობასა და ფრაქციას ამ პირთა დაბარების უფლება მიეცეს.

ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ მხოლოდ 3-მა კომიტეტმა გამოიყენა ეს ინსტრუმენტი და 6-ჯერ გამართა მოსმენა,[6] ფრაქციებმა კი თანამდებობის პირები სულ 18-ჯერ მიიწვიეს[7] (ზოგ შემთხვევაში ფრაქციამ ერთი წერილით რამდენიმე პირი დაიბარა).[8] საბოლოოდ, კომიტეტმა მათგან მხოლოდ 6-ს მოუსმინა.[9] დანარჩენ 12 შემთხვევაში დაბარებული პირები საკანონმდებსლო ორგანოში სხვადასხვა მიზეზით არ გამოცხადდნენ: ზოგი იქამდე პლენარულ სხდომაზე გამოვიდა და ამიტომ (6 შემთხვევა), კიდევ ერთი მივლინებაში იმყოფებოდა, ამიტომ მასთან ერთად დაბარებული 2 პირიც აღარ გამოცხადდა, ხოლო 2 - პირადი მიზეზის გამო არ დაესწრო მოსმენას, ერთი კი პარლამენტში გამოცხადდა, მაგრამ მოსმენა არ შედგა.

დარჩენილი ერთი შემთხვევა ეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.[10] მან თარიღის შეცვლა სთხოვა კომიტეტს,[11] რომელმაც საკითხს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.[12] ეს ნაბიჯი რეგლამენტის უგულებელყოფად უნდა ჩაითვალოს. კანონმდებლობის მიხედვით, თარიღის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების საფუძველზე[13] და არა - კომიტეტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „მინისტრის საათი“ და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარება ურთიერთჩანაცვლებად საზედამხედველო მექანიზმებს არ წარმოადგენს. ისინი სხვადასხვა მიზანს ემსახურება.[14] არც მივლინებაში ყოფნაა საკანონმდებლო ორგანოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და მითუმეტეს არც სხვა საკითხები. შესაბამისად, ზემოაღწერილი ფაქტები როგორც რეგლამენტის, ისე კონსტიტუციის დარღვევის მაგალითებია (სულ 11 შემთხვევა). ამ საფუძვლით, 50 დეპუტატს თითოეული მათგანის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შეუძლია.[15]

 

მომწვევი სუბიექტი

კომიტეტი

თანამდებობის პირი

დაბარების თარიღი

სხდომის ჩატარების თარიღი

კომიტეტზე გამოცხადდა

კი

არა

„ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისთვის“[1]

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

2019 წლის 2 აპრილი[2]

2019 წლის 23 აპრილი

 

„ევროპული საქართველო“[3]

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი

2018 წლის 31 დეკემბერი

2019 წლის 7 თებერვალი

 

„ევროპული საქართველო და ევროპული საქართველო - რეგიონები“[4]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე

2019 წლის 18 თებერვალი

2019 წლის 26 თებერვალი

 

„ევროპული საქართველო“[5]

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე

2019 წლის 14 მარტი

2019 წლის 23 აპრილი

 

„ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - რეგიონები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“[6]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა

2019 წლის 11 აპრილი

 

 

 

 

 

 

2019 წლის 7 ივნისი

 

 

 

 

 

 

 

 

„ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - რეგიონები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“[7]

2019 წლის 22 აპრილი

„ნაციონალური მოძრაობა“[8]

2019 წლის 30 მაისი

„ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - რეგიონები“, „ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისთვის“[9]

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე

2019 წლის 25 მარტი

 

 

„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ან სამინისტროს შესაბამისო პასუხისმგებელი პირი, ასევე შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური

2019 წლის 2 აპრილი

 

 

 

 

 

 

„ევროპული საქართველო“

 

 

 

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

შს მინისტრი გიორგი გახარია

2018 წლის 19 დეკემბერი

 

 

[10]

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო

 

 

 

 

 

2019 წლის 21 აპრილი

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

„ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - რეგიონები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა[11]

2019 წლის 4 მარტი და 2 აპრილი

 

 

„ევროპული საქართველო“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო

 

2019 წლის 5 მარტი[12]

 

„დამოუკიდებელი დეპუტატები“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

 

 

 

„დამოუკიდებელი დეპუტატები“

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი[13]

 

2020 წლის 24 თებერვალი

 

[14]

 

 


[1] საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის #1-20623/19 წერილით მოწოდებული ინფორმაცია.

[2] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 26 თებერვლის #1-2397/20 წერილით მოწოდებული ინფორმაცია.

[3] საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის #1-20623/19 წერილით მოწოდებული ინფორმაცია.

[4] იქვე.

[5] იქვე.

[6] იქვე.

[7] იქვე.

[8] იქვე.

[9] იქვე.

[10] მინისტრის გამოუცხადებლობის მიზეზი მანამდე მინისტრის პლენარული სხდომის წინაშე წარდგომა და იმავე საკითხების აღნიშნულ ფორმატში განხილვა იყო. საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 აგვისტოს #1-15068/19 წერილით მოწოდებული ინფორმაცია.

[11] საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის #1-22377/19 წერილით მოწოდებული ინფორმაცია.

[12] ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/t3x8zkx, განახლებულია 27.02.20.

[13] დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/vs698bh, განხლებულია: 24.02.20.

[14] იქვე.

გიორგი ალავერდაშვილი

პროექტის მოწვეული ექსპერტი

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.

 

 


[1] საქართველოს კონსტიტუცია, 44-ე მუხლის მე-6 პუნქტი.

[2] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი.

[3] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მე-40 მუხლის მე-8 პუნქტი.

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი.

[5] მენაბდე ვ. (კვლ. ხელმ. და სამ. რედ.) და სხვები, დასახელებული ნაშრომი (მეორე გადამუშავებული გამოცემა), გვ. 80.

[6] საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 24 დეკემბრის #1-25495/19 და 2020 წლის 18 თებერვლის #1-1815/20 წერილებით მოწოდებული ინფორმაცია.

[7] საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 აგვისტოს #1-15068/19, 2019 წლის 22 ნოემბრის #1-20623/19 და 2019 წლის 12 დეკემბრის #1-22377/19  წერილებით მოწოდებული ინფორმაცია. აგრეთვე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/t3x8zkx, განახლებულია: 27.02.20.

[8] იქვე.

[9] იქვე.

[10] ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, ახალი ამბები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/wjbmyst, განახლებულია: 26.02.20.

[11] იქვე.

[12] იქვე.

[13] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი.

[14] ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/rj62wdb, განახლებულია: 26.02.20.

[15] საქართველოს კონსტიტუცია, 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.