პროექტის სახელი: სტრატეგიული სამართალწარმოება მოწყვლადი ჯგუფებისთვის
დონორი - USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
ხანგრძლივობა: 01.07.2022-01.01.2024
ბიუჯეტი: $ 125,019.25
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია სტრატეგიული სამართალწარმოების, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების მექანიზმების გამოყენებით: ა) დაიცვას ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები უკანონო დევნისგან, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უფრო ხელსაყრელ გარემოს სამოქალაქო აქტივიზმის რეალიზაციისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის; ბ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელშეწყობა. გ) ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენცია დაწინააღმდეგ ბრძოლა მათთვის სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობით, მათი გაძლიერებითდა ძალადობისგან თავისუფალ გარემოში მათი ცხოვრების წახალისებით. დ) სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ალკოჰოლზე დამოკიდებულების ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვა.