სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სტიპენდია იურისტებისთვის

2011-01-17 14:29
Featured image
ღია საზოგადოების ინსტიტუტის კანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივა, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”  აცხადებენ ერთწლიანი სტიპენდიის პროგრამას პრაქტიკოსი და ახალ კურსდამთავრებული იურისტებისთვის კანონის, ადამიანის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფეროში.


აღწერილობა:

კანონი, ეთიკა და ადამიანის უფლებების დაცვის ნორმები წარმოადგენს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ღია საზოგადოების ინსტიტუტის მოღვაწეობამ მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვის კუთხით (ნარკოტიკების საინექციო გზით მომხმარებელნი, აივ დაავადებულნი, პატიმრები და სხვა - აჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემა უფრო ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს დასჯის, ძალადობის, თანხმობისა და კონფიდენციალობის ადმიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ადგილი, ვიდრე მკურნალობისა და ზრუნვის. ამავდროულად, ხშირად ექიმებს და ჯანდაცვის მომწოდებლებს არ შესწევთ უნარი, გაუწიონ პაციენტებს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ან, არ იციან, როგორ გამოიყენონ ეთიკის და ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმები თავიანთ საქმიანობაში. გაჩნდა ჯანდაცვის გარემოში ადამიანის უფლებების ინდივიდუალური და სისტემური დარღვევის წინააღმდეგ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ღონისძიებების საჭიროება და ამავდროულად, პაციენტის მომსახურებაში ნორმატიული პრინციპების არა-სადამსჯელო მექანიზმების შემოღების აუცილებლობა. ამ ხარვეზის გამოსწორება შეუძლია ადამიანის უფლებებსა და ჯანდაცვის საკიხებში ექსპერტიზის მქონე იურისტების ახალ თაობას.

საქართველოში კანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივის მნიშვნელოვანი პროექტია პრაქტიკოსთა სახელმძღვანელო პრინციპების სერიის გამოშვება და ვებ-გვერდი, რომელიც შექმნილია პაციენტთა უფლებების დაცვით დაინტერესებული იურისტებისთვის. ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელოები, რომლებიც მოიცავენ სასამართლო პროცესსა და ისეთ ალტერნატიულ მექანიზმებს, როგორიცაა ომბუდსმენი და სამედიცინო ლიცენზირების, პაციენტის და პროვაიდერის უფლებების და პასუხისმგებლობების შემსწავლელი ორგანოები ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. სტიპენდიანტმა უნდა უზრუნველყოს პრაქტიკოსის სახელმძღვანელო პრინციპების თანამედროვეობა, სახელმძღვანელო პრინციპების ირგვლივ იურისტების და მოსამართლეების ტრენინგების კოორდინირება და სახელმძღვანელო პრინციპების გამარტივება პაციენტებისთვის. სტიპენდიის მიზანია პაციენტის უფლებების დაცვის სფეროში ექსპერტიზის მქონე იურისტთა ახალი თაობის აღზრდის და ასევე, ამ სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსების განვითარების ხელშეწყობა. სტიპენდია მიზნად ისახავს, განავითაროს კანონის, ადამიანის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფერო ტრენინგების, მასალის დამუშავების და ქსელების შექმნის მეშვეობით.

საქმიანობა:

კანდიდატი, რომელიც დაინტერესებულია კანონის, ადამინის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფეროში ექსპერტიზის შეძენით, იმუშავებს ”ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივასთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტიპენდიანტს ეყოლება ზედამხედველი და იმუშავებს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ამ სფეროში. სტიპენდიანტი ასოციაციასთან ერთან მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ საქმიანობაში. სამუშაო დაიწყება 2011 წლის თებერვლის თვიდან და გასტანს 1 წელს შემდგომ გაგრძელების შესაძლებლობით. 

პასუხისმგებლობები:

სტიპენდიანტის მოვალეობები:
სახელმძღვანელო პრინციპების განახლებების კოორდინირება, რაც მოიცავს:
კანონების, ადამიანის უფლებების და პაციენტთან დაკავშირებული კანონების მიმდინარე მდგომარეობის, საერთაშორისო და ადგილობრივი სასამართლო შემთხვევების და პოლიტიკის განვითარების ცოდნა;
სახელმძღვანელო პრინციპების ირგვლივ კომენტარების და უკუკავშირის შეგროვება;
რეალური შემთხვევების შეგროვება და რეკომენდაციების მომზადება სახელმძღვანელო პრინციპებისთვის.ადგილობრივ კანონის და ჯანდაცვის ვებ-გვერდის კოორდინატორთან მუშაობა სახელმძღვანელო პრინციპების მასალის ირგვლივ;სახელმძღვანელო პრინციპებზე დაფუძნებული ტრენინგების კოორდინირება იურისტებისა და მოსამართლეებისათვის;
მოწყვლადი მოსახლეობისთვის სახელმძღვანელო პრინციპების გამარტივებული ვარიანტის მომზადებაში დახმარების გაწევა. სტიპენდიანტს შეიძლება ასევე დაევალოს მასპინძელი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარება კანონის, ადამიანის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების ირგვლივ პროექტებში.
სტიპენდიანტს ასევე მოეთხოვება მისი საქმიანობების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.

კვალიფიკაცია:

აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების ცოდნა
კანონმდებლობის სფეროში კვლევის უნარი და გამოცდილება;
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ანაგარიშების მომზადება ინგლისურ ენაზე, სახელმძღვანელოში ცვლილებების მომზადება ინგლისურ ენაზე და სხვ)
კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
ორგანიზაციული უნარი და ყურადღება დეტალებისადმი;
კომპიუტერის ცოდნა;
ინტერესი ”ჯანდაცვის სამართლის” მიმართ. 

განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) და მოკლე წერილი, რომელშიც აღწერენ გამოცდილებას და მოცემული სტიპენდიით დაინტერესების მიზეზს შემდეგ ელ.ფოსტებზე (გთხოვთ, გამოგზავნოთ ორივე მისამართზე): nkiknadze@osgf.ge და metreveli@gyla.ge არაუგვიანეს 2011  წლის 28 იანვრისა 15:00.
გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ "სტიპენდიანტი 2011". დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. ინტერვიუსთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო კიკნაძე ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
ტელ: +(99532) 25 04 63
ელ.ფოსტა: nkiknadze@osgf.ge