სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შპს “ ნარიყალასთვის“ თბილისში, გორგასალის ქ. #3 არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღირების კანონიერების საკითხი თავიდან უნდა იქნეს შესწავლილი

2017-07-07 12:06
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 7 ივლისს, მედიას, კვლევა - „შპს „ნარიყალას საქმე“  წარუდგინა.

კვლევა, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში  (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარების წესისა და საკუთრების კომისიის (შემდგომში კომისია) მიერ, 2008 წელს, შპს „ნარიყალასთვის“, თბილისში, გორგასალის ქ. #3-ში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების საკითხის კანონიერებას ეხება. ასევე განხილულია აღნიშნული საკითხის ირგვლივ 2016 წელს განვითარებული მოვლენები.

საიას კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ:

- კომისიამ 2008 წელს, შპს „ნარიყალას“, უსაფუძვლოდ უღიარა საკუთრებაში, თბილისში, გორგასალის ქ. #3-ში არსებული მიწის ნაკვეთი;

- სავარაუდოდ შპს „ნარიყალამ“ არ შეასრულა კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება (საფასურის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის  კომისიაში წარდგენა);

- კომისიის მიერ, შპს „ნარიყალასათვის“ საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთის ნაწილი საჯარო სივრცეს - სკვერს წარმოდგენს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ამ სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესაძლებლობას არ იცნობს;

- 2016 წლის ივნისის თვეში, თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ცნობილი გახდა, შპს „ნარიყალასთვის“ თბილისში, გორგასალის ქ. #3-ში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესაძლო უკანონობა, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების მიუთითებს, რომ აუცილებელია, თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, თავიდან შეისწავლოს 2008 წელს, თბილისში გორგასალის ქ. #3 არსებული მიწის ნაკვეთის, შპს „ნარიყალასათვის“ საკუთრებაში აღიარების კანონიერების საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

იხილეთ კვლევის სრული ვერსია