საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს იურისტებს
სემინარზე "არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან". სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე იურისტებისათვის.
სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე პროფესიონალი ექსპერტები: ბ-ნი ერიკ სვანიძე (ევროპის საბჭოს ექსპერტი) და ბ-ნი ბესარიონ ბოხაშვილი (ადგილობრივი ექსპერტი).
სემინარს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
სემინარს აფინანსებს ევროპის საბჭო.
სემინარის თემატიკა:
1) არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება:
** გამოძიების ჩატარების ვალდებულების წარმოშობა და სამართლებრივი ბუნება
** გამოძიების ჩატარების მიზანი
** გამოძიების დაწყების საფუძველი
** არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ფორმები.
2) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის მექანიზმები და ამ მექანიზმების მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას:
** დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** დამცველის ყოლის უფლება
** სამედიცინო შემოწმებისა და ექიმის ნახვის უფლება
** დაკავებულისათვის მისი უფლებების გაცნობა.
3) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის სხვა საშუალებები და მათი მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას:
** თავისუფლების აღკვეთის აღრიცხვის ბარათები
** ბრალდების მხარისა და სასამართლოს ვალდებულებები საწყის ეტაპზე
** თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სამედიცინო პერსონალის როლი
** თავისუფლების აღკვეთის დროს უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები.
4) კრიტერიუმები, რომელიც მიუთითებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე:
** დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
** გამოძიების ჩატარება უფლებამოსილი ორგანოს მიერ
** სრულყოფილი გამოძიება
** დროული გამოძიება
** დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიებაში და საზოგადოებრივი კონტროლი.
იმისათვის, რომ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე მაქსიმალურად მეტ იურისტს, ჩატარდება 3 იდენტური სემინარი, შემდეგი პერიოდულობით:
24-25 იანვარი, 2011 წელი.
31 იანვარი - 1 თებერვალი, 2011 წელი.
2-3 თებერვალი, 2011 წელი.
სემინარში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები ორგანიზატორების მიერ უზრუნველყოფილნი იქნებიან აუცილებელი სასემინარო მასალებით, სადილითა და ყავა-შესვენებებით. თითოეული სემინარისათვის შეირჩევა 30 მონაწილე (სულ სამივე სემინარზე 90 მონაწილე). რეგიონებიდან თითოეულ სემინარზე შეირჩევა 10 მონაწილე (სულ 30 მონაწილე). მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა და თბილისში სასტუმროში განთავსება 3 ღამით.
თითოეული სემინარი 2 დღიანია და ჩატარდება თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", დილის 10.00 სთ-დან საღამოს 18.00 სთ-მდე.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა
2011 წლის 18 იანვარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და ზემოთ მითითებული თარიღებიდან თქვენთვის სასურველი ერთი თარიღი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
metreveli@gyla.ge დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ტელ: 936101 (125).
საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი.