ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ კახი კალაძეს
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების მეორე ღია წერილი
მოგმართავთ ღია წერილით, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება და განგაში, თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, მიხეილ ჯავახიშვილის სახლის სიახლოვეს, საქანელას ქუჩაზე დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის გამო.
სს „სილქნეტის“ მიერ ინიცირებული ეს პროექტი, ლახავს ქალაქის ისტორიული განაშენიანების და მასშიდაცული ძეგლების სივრცით არქიტექტურულ გარემოს. მშენებლობა, რომელიც სრულიად ცვლის ქალაქის ისტორიულ მახასიათებლებს, უშვებს განაშენიანების არატრადიციული ფორმების დომინაციას, რაცდამღუპველია ჩვენი იდენტობის და კულტურის შემადგენელი თბილისის ისტორიული ნაწილისათვის. ამ მასშტაბის ჩარევა, მომავალში, ბიძგს მისცემს მარჯვენა სანაპიროზე, მასიური და უსახური სხვა მშენებლობების განხორციელებას. ყოველივე ზემოთთქმული, ეწინააღმდეგება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობას.
პროექტის მოცულობამ და თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტთან მისმა შეუთავსებლობამ, მანამდეც არა ერთხელ აღაშფოთა საზოგადოება. ქალაქის მერსა და საკრებულოს, 2020 წლის ბოლოს, პირველი ღია წერილით მივმართეთ. მაშინ პროექტის შეჩერებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროფესიული არგუმენტაცია, ქალაქის მთავრობისა და საკრებულოსთვის, მნიშვნელოვანი გახდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, არსებითი ცვლილების გარეშე, ხელახლა წარმოდგენილი პროექტის გეგმარებითი დავალება მაინც დამტკიცდა. გეგმის თანახმად, მრავალფუნქციურ, კომერციულ კომპლექსს სს „სილქნეტი“ მათ შორის, 4, 12 და 25 სართულიანი შენობების მეშვეობით განახორციელებს.
საკითხის განხილვისას, მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დამსწრე წევრთა ნახევარმა, უარყოფითად შეაფასა და მძიმე დახასიათება მისცა პროექტს. მათი განცხადებით პროექტი„გაუაზრებელიაურბანული თვალსაზრისით, მიუღებელია მისი მასშტაბი, არქიტექტურული გადაწყვეტა, დამოკიდებულებალანდშაფტთან, არქიტექტურულ გარემოსთან. წარმოდგენილი პროექტი არა მარტოუგულებელყოფს ისტორიული ქალაქის თავისებურებებს, არამედ უპირისპირდება მას.“
პროექტი პრობლემურია, ეკოლოგიური კუთხითაც, რამდენადაც, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სარეკრეაციო ზონითაა დაფარული და მასზე დიდტანიანი ხეები ჭარბობს. საბჭოს ერთ–ერთი წევრის პოზიციის თანახმად, „სანაპიროს გამწვანებული ერთიანი ზოლი აღარ დომინირებს მიმდებარე ტერიტორიაზე, ის ჩაანაცვლა სანაპიროს მთელ მონაკვეთზე პერიმეტრულმა განაშენიანებამ, რომელიც უცხოა მარჯვენასანაპიროს ძველი თბილისისამ მონაკვეთისთვის. საპროექტო მოცემულობით ხდება ტერიტორიის მოსწორებადა ერთიან რკინაბეტონის ქვაბულში ჩასმა, რაც საბოლოოდ გააქრობს ბუნებრივ რელიეფს.“
საბჭოს იმ წევრებს, ვინც თანხმობა გამოუცხადა პროექტს, არ წარმოუდგენიათ რაიმე ვალიდური დასაბუთებამათი პოზიციის მხარდასაჭერად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტის დროებითი შეჩერება, მხოლოდ საზოგადოებივი პროტესტის ჩაცხრობას ემსახურებოდა, ხოლო ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებისას, ქალაქის ხელისუფლება ამოვიდა სს „სილქნეტის“ და არა ქალაქის ისტორიული ნაწილის ინტერესებიდან.
წინამდებარე წერილით მოვითხოვთ, არ მისცეთ სს „სილქნეტს“ თბილისის ისტორიული ნაწილის განადგურების უფლება:
ბათილად ცნოთ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, რათა პროექტს არ მიეცეს მსვლელობა სანებართვო პროცესის შემდეგ სტადიებზე;
პროფესიული წრეების ფართო ჩართულობით, უზრუნველყოთ ტერიტორიისთვის ჩარჩო–დოკუმენტისმომზადება, რომელიც ინვესტორს ისტორიული ქალაქის ინტერესიდან გამომდინარე განუსაზღვრავსგანაშენიანების ძირითად პარამეტრებს და ქალაქგეგმარებით მახასიათებლებს.
###
ხელმომწერები:
ღია საზოგადოების ფონდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი(ICOMOS საქართველო)
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
საქართველოს ეროვნული ფონდი
მწვანეები
საზოგადოება „ბათომი“
სამოქალაქო მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა
ეკო ცენტრი-მოძრაობა „გავიგუდეთ“
დიღმის ჭალების სამეზობლო თემი
საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
ანა ბიბილაშვილი, არქიტექტორი, ურბანისტი
მარინე მიზანდარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ცირა ელისაშვილი, მხატვარ მონუმენტალისტი
ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე
სოფიო ზვიადაძე, სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო ინაიშვილი, ხელოვნებათმცოდნე
საინიციატივო ჯგუფი “მუზეუმისთვის”