ორგანიზაცია დაინტერესებულია შემდეგი ტიპის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვით:
ავტობუსი (მინიმალური-28 და მაქსიმალური-45 ადგილიანი)
მიკროავტობუსი (მინიმალური-14 და მაქსიმალური-20 ადგილიანი)
მინივენი
მსუბუქი ავტომობილები : რაოდენობა-250 ავტომობილი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ. (მათი გადაადგილება მოხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში)
შემოთავაზებული ავტომანქანები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექ. დათვალიერება.
- ანგარიშსწორება მოხდება გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე-შესაბამისად განაცხადისშემომტან კომპანიას/ ფიზიკურ პირს უნდა შეეძლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც 24 საათის დაანგარიშებით, ასევე 12 და 15 საათის მიხედვით.
განიხილება მხოლოდ 2000 წლის ზევით გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მანქანების სრულიტექნიკური მახასიათებლები, შესაბამისი სურათები და თითოეულის ფასი ცალ-ცალკე (როგორც დღგ-ს ჩათვლით, ასევე მის გარეშე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 577 07 05 95-გვანცა ყიფიანი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 7 სექტემბერი.