სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურების შესაძენად

2019-09-24 12:59
Featured image

ორგანიზაცია დაინტერესებულია შემდეგი ტიპის  სატრანსპორტო მომსახურების  შესყიდვით:

 

ავტობუსი (მინიმალური-28 და მაქსიმალური-45 ადგილიანი)

მიკროავტობუსი (მინიმალური-14 და მაქსიმალური-20 ადგილიანი)

 

მინივენი

მსუბუქი ავტომობილები ( რაოდენობა-მინიმუმ 20 ავტომობილი)

                  

 შემოთავაზებული ავტომანქანები სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

 - ყველა მათგანი უნდა მუშაობდეს ბენზინზე.

- ანგარიშსწორება მოხდება გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე-შესაბამისად განაცხადის შემომტან კომპანიას/ ფიზიკურ პირს უნდა შეეძლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
 

განიხილება მხოლოდ 2000 წლის ზევით გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

 

     დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა  უნდა წარმოადგინონ  მანქანების სრული ტექნიკური  მახასიათებლები, შესაბამისი სურათები და თითოეულის ფასი ცალ-ცალკე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 577 07 05 06-გიორგი ალადაშვილი.

განაცხადების  წარდგენის ბოლო ვადაა 2019  წლის 4  ოქტომბერი.